
Microsoft-მა ოფიციალურად განაცხადა ახალი მედია ფლეიერის Zune HD-ს გამოშვების შესახებ. რომელიც მაღაზიებში სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოჩნდება. დივაისის ბევრი ტექნიკური სპეციფიკა ჯერ კიდევ გაუხმაურებელია. ვიცით მხოლოდ ის რომ Zune HD აღჭურვილი იქნება 3.3 ინჩიანი OLED 480х272 გაფართოების თაჩ ეკრანით და digital HD რადიოთი. ამის გარდა ახალ დივაისთან ერთად შემოდგომაზე ნაჩვენები იქნება Zune HD-ის ახალი აპლიკაციები და თამაშები. ცნობილია რომ Zune HD ინტეგრირებული იქნება Xbox game კონსოლთან და ონლაინ სერვისთან – Xbox LIVE.



