Zune HD

Microsoft-მა ოფიციალურად განაცხადა ახალი მედია ფლეიერის Zune HD-ს გამოშვების შესახებ. რომელიც მაღაზიებში სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოჩნდება. დივაისის ბევრი ტექნიკური სპეციფიკა ჯერ კიდევ გაუხმაურებელია. ვიცით მხოლოდ ის რომ Zune HD აღჭურვილი იქნება 3.3 ინჩიანი OLED 480х272 გაფართოების თაჩ ეკრანით და digital HD რადიოთი. ამის გარდა ახალ დივაისთან ერთად შემოდგომაზე ნაჩვენები იქნება Zune HD-ის ახალი აპლიკაციები და თამაშები. ცნობილია რომ Zune HD ინტეგრირებული იქნება Xbox game კონსოლთან და ონლაინ სერვისთან – Xbox LIVE.

განაგრძე კითხვა >>

HTC Snap


HTC-მ სულ ახლახანს გამოუშვა კიდევ ერთი Smart ტელეფონი – HTC Snap. Touch Pro2 და Touch Diamond2-ის დიდი წარმატებების შემდეგ ამჯერად HTС-მ გადაწყვიტა Snap-ის სახით რადიკალურად განსხვავებული და რაც შეიძლება მეტად ყოვლდღიური Smartphone-ი შეექმნა ყოველგვარი ზედმეტობების და გართულებისაგან. ის განკუთვნილია უფრო მეტად ფართო მასისთვის, სადაც მარტივი, იოლი და რაც მთავარია სწრაფ კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.

Snap-ი ძალიან მოხერხებული და კომპაქტურია, ფუნქციონირებს Windows Mobile 6.1 სტანდარტის პლატფორმაზე და შესაბამისად აღჭურვილია ყველა თანამედროვე სტანდარტით, მაგრამ ყურადღება მაინც გამახვილებულია ძირითად და სასიცოცხლო ფუნქციებზე, იმეილები, ზარები და სწრაფი მესიჯინგი, რომელიც უზრუნველყოფილია დიდი QWERTY კლავიატურით.

John Wang-მა HTC-ის გაყიდვების მენეჯერმა განაცხადა რომ Snap ეიჩტისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მისიას წარმოადგენდა, რათა შეექმნათ რიგი ინოვაციური სმარტ ტელეფონებისა. თითოეული განსხვავებული სპეციფიკით, ვიწროდ და მკვეთრად შემოიფარგლული ამათუიმ ფუნქციის ირგვლივ. ამით ვცდილობთ ჩვენი -ერთმანეისგან რადიკალურად განსხვავბულ მომხმარებელი მაქსიამლურად დავაკმაყოფილოთ, და შევთავაზოთ ის რაც მათ სურთ”.
HTC Snap ზაფხულის ბოლოს გამოჩნდება HTC S522 -ის სახელით.

პროცესორი -Qualcomm® MSM 7225™, 528 MHz
ოპრაციული სისტემა – Mobile® 6.1
სტანდარტული მეხესიერება – ROM: 256 მბ. RAM: 192 მბ.
გაფართოება -116.5 X 61.5 X 12.0 მმ ( 4.59 X 2.42 X 0.47 ინჩი)
წონა -120 გრამი (4.23 უნცია) ბატარეასთან ერთად
დისპლეი – 2.4-ინჩი TFT-LCD და QVGAრეზოლუცია.
კლავიატურა  – 4 რიგანი QWERTY კლავიატურა
GPS- შიდა GPS ანტენა
კავშირი -Bluetooth® 2.0 with Enhanced Data Rate and A2DP for wireless stereo headsets
Wi-Fi®: IEEE 802.11 b/g
HTC ExtUSB™ (11-pin mini-USB 2.0 and audio jack in one)
კამერა – 2.0 მეგაპიქსელი
აუდიო ფორმატების მხარდაჭრა – AAC, AAC+, eAAC+, AMR, AWB, QCP, MP3, WMA, WAV, MIDI
ვიდო ფორმატების მხარდაჭრა – WMV, ASF, MP4, 3GP, 3G2, M4V, AVI

განაგრძე კითხვა >>