რობოტი გოგონა

დღეს  17 მარტს, იაპონელ  მეცნიერთა  ჯგუფმა- TSUKUBA (Japan) წარმოადგინეს რობოტი გოგონა, რომელიც  მთელი დღის გამნავლობაში დახვეწილი მანერებით,  ამაყად დააბიჯებდა პოდიუმზე.
ეს ამაყი ჰუმანოიდია- პატარა ცხვირით,  ოდნავ წვრილი რათქმაუნდა იაპონელებისთვის დამახასიათებელი თვალებითა და  მშვენიერი  შავი თმით. მის  ასეთ ბუნებრივ მოქმედების უნარი განპირობებულია 42  ტიპის მოძრაობით და მიმიკით.

‘Hello everybody, I am cybernetic human HRP-4C,’- ასე მიესალმა ის მის მედია პრემიერაზე მისულებს ტოკიოს  მაღალი ინდუსტრიული ტექნოლოგიების ნაციონალურ ინსტიტუტში.
მისი მოძრაობები საკმაოდ დახვეწილი და რეალურია, რობოტის სიმაღლე 158 სანტიმეტრია, როგორც ყველა იაპონელი გოგონა 19-დან 29-წლამდე, მაგრამ წონით მათზე გაცილებით ნაკლებია და შეადგენს 43 კილოგრამს თავის ბატარეასთან ერთად.

ვიდეო მართლა  შთამბეჭდავია:

განაგრძე კითხვა >>>

ნასას რობოტები მთვარეზე

ნასა 2020 წლისათვის მთვარეზე  ავანპოსტის აგებას გეგმავს. ამ გეგმის განხორციელებას  ის აპირებს  მანქანა- რობოტებით-  robo Tonka, რომლებიც  მთვარეზე შეასრულებენ  ყველანაირ სამშენებლო სამუშაოს.  ამ პროექტთან დაკავშირებით ნასასთან თანამშრომლობენ ასტრობოტიკის ტექნოლოგები და მკვლევარები Carnegie Mellon-ს უნივესიტეტიდან. ისინი ნასასთან ერთად ცდილობენ   გეგმა უფრო დახვეწონ და შექმნან  რობოტის ისეთი ტიპი, რომელიც მარტო შეძლებს ამ სამშენებლო პროექტის  რეალურად განხორციელებას.

ამ ეტაპზე გადასაწყვეტია ორი ძირითადი საკითხი: პირველი ის, რომ რობოტებმა შეძლონ აშენება   8 მეტრი სიმაღლის, 160 მეტრი დიამეტრის მქონე ნახევარწრის ფორმის  2  ნაგებობისა, რომელიც მთვარის ბუნებრივ პირობებს იქნება მორგებული.  და მეორე – რაც  შეიძლება მარტივად  მოხდეს რობოტ-მანქანების  მართვა ნასას სადგურიდან.

რობოტ-მანქანებმა უნდა შეძლონ რაც შეიძლება მცირე ხანში, მდგრადი კონსტრუქციის აგება. შემდგომში კი ნასა ამ პოსტს, მისმიერვე გაშვებული ხომალდების  დასასმელად  გამოიყენებს.

განაგრძე კითხვა >>

Paul Hoc მხატვარი მანქანა


Paul Hoc- ის  შემქმნელები  კრეატიული ჯგუფი  Objetgraphik- ია. Paul Hoc მხატვარი მანქანაა, რომელიც ისე მოძრაობს როგორც  მოციგურავე ყინულზე..,   Paul Hoc  არაა რობოტი , და არც პრინტერი , ის უბრალოდ მოციგურავეს გავს რომელიც მოქმედებს კონკრეტული გეგმის მიხედვით. ის დადის ქაღალდზე და ზედ აღბეჭდავს მის მიძრაობებს. Paul Hoc  ექსპერიმენტული ნამუშევარია რომელიც Saint Etienne International design biennial- ზე იყო წარდგენილი.
მიუხედავად Paul Hoc -ის დიდი მონდომებისა  ის მსოფლიოში ყველაზე კარგი მხატვარი  მაინც ვერაა  ) , რადგან მოძრაობები ცოტა უზუსტო და არამყარია. მიუხედავად  ამ ნაკლოვანებებისა  მისი  ნახელავის  ყურება მაინც სასიამოვნო და  სახალისოა.  Paul Hoc -ს ნამუშევრები თანამედროვეობისა და ხელოვნების საინტერესო ნაზავია..

განაგრძე კითხვა >>

ჯაშუში , მკვლელი , მრჩეველი, ფოტოგრაფი და DJ რობოტები

რობოტების ეს სერია მეტია ვიდრე Spykee, რომელიც Cedric Ragot-სგან არის შექმნილი. ესაა საინტერესო, სპეციფიური და განსაკუთრებული გამოგონება ახალი Spykee VOX სერიის რობოტებისა, რომელთაც მრავალი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ. მათი კონტროლი ადამიანის ხმით ან remote-ით ხორციელდება. მათ შეუძლიათ მოძრაობა, მუსიკის დაკვრა, სურათების გადაღება, remote-ით სხვადასხვა  ხელსაწყოების მართვა, ადამიანური ემოციების გამოხატვა(ან უბრალოდ თავიანთი ემოციების).

ესაც მათი აღჭურვილობა:

3 microphones
LCD screen
Made for iPod® dock
Digital music player connection
Obstacle detector
IR sensors
Stereo loudspeakers
2 motors
USB plug
IR remote Control.