
QR კოდი არის მეტად უცნაური იაპონური სტანდარტი რომელიც შეიქმნა 1994 წელს, იაპონური კორპორაცია Denso-Wave -ის მიერ. “QR” იშიფრება როგორც Quick Response( სწრაფი რეაგირება ), როგორც შემქმნელებმა განიზრახეს კოდი საშუალებას იძლევა რომ ინფორმაცის ამოკითხვა რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოხდეს. ის იაპონიაში ერთ-ერთი პოპულარული ორგანზომილებიანი კოდია , მისი ამოკითხვა კი ხდება მობილური ტელეფონის კამერით.
QR Code-ით დაშიფრვა შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაციის- ჩვეულებრივი ტექსტი(ნებისმერ ენაზე) , URL მისამართები, საკონტაქტო მონაცემები, SMS ან უბრალოდ Phone Numbe. ტელეფონი დაშიფრულ ტექსტს ეკრანზე გიჩვენებს , ვებ-მისამართებსი კი ბრაუზერით ხსნის.
მისი მრავალფუნქციურობის გამო QR კოდები იაპონიაში დატანებულია ყველგან, თითქმის ნებისმიერი სახის პროდუქციაზე- სავიზიტო ბარათებზე, წიგნებზე, ჟურნალებზე, მანქანის დეტალებზე და ა.შ. ტელეფონების უმრავლესობს, განსაკუთრებით კი იაპონიაში QR კოდის მხარდაჭერა გააჩნია.
თუ თქვენს ტელეფონს ბარკოდის სკანერი არ აქვს, მისი დაყენება ძალიან იოლადაა შესაძლებელი. უბრალოდ ტელფონის ბრაუზერიდან შედით ამ მისამართზე: http://www.i-nigma.mobi , სისტემა ავტომატურად იგებს ტელეფონის მოდელს და პროგრამის გადმოწერა ხდება შესაბამისი ტელეფონის მოდელისათვის. კოდის დაგენერირება კი ამ ბმულიდანაა შესაძლებელი : http://qrcode.kaywa.com/. არსებობს Firefox-ის დამატებაც https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/2780 რომლის საშუალებითაც შეიძლებელია საიტის მისამართის QR კოდში გადაყვანა.
QR კოდზე ინფორმაციის მაქსიმაულრი ტევადობა:
ციფრები- მაქსიმალური 7,089 სიმბოლო
ასოები – 4,296 სიმბოლო
ბინარული ( 8 ბიტი)- 2,953 ბაიტი.
განაგრძე კითხვა >>


