
HP-მ ნეტბუქების ახალი სერია გამოუშვა, სადაც სამ ახალ მოდელს გვთავაზობს- Mini 1101,Mini 110 Mi და Mini 110. 10 ინჩიანი ეკრანი, 1024×600 რეზოლუციითა და LED ბექლაითით. ინტელის ატომ N270 (ან N280) პროცესორით და ინტეგრიგებული ვიდეოკარტით – Intel GMA950.
Mini 110-ზე ოპერაციული სისტემაა Windows XP, 1 გიგაბაიტი RAM და 160გბ. მყარი დისკი(ან 32გბ. SSD). დამატებითი კომპონენტებით- 3G მოდემი და Broadcom Crystal HD Enhanced ვიდეო აქსელერატორი – დამატებითი ჩიპი რომელიც უზრუნველყოფს HD ვიდეოს, მათ შორის 1080p.
Mini 110 Mi – Ubuntu Linux ოპერაციული სისტემით, 2 გბ.RAM, 250გიგაბაიტი სთორიჯით. ორივე მოდელს “Syncables Desktop”-ის მხარდაჭერა აქვს, რითაც უფრო იოლად მოხდება ფაილების, მედია და სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის სინქრონიზაცია.
და ბოლოს HP Mini 1101, რომელიც 110 XP-ის უფრო გართულებილი ფორმაა. შავი ფერის Mini 1101 პირველ ივნისს გამოვა,მისი ფასი $329 იქნება. ასევე შავი, თეთრი და ვარდისფერი Mini 110 XP და Mini 110 Mi კი ათი ივნისათვის, შესაბამისი ფასებით – $329.99 და $279.99.


