Apple-ის დეველოპერებმა WWDC-ზე (Worldwide Developers Conference 2009) ახალი iPhone წარმოადგინეს. iPhone3GS – რომელსაც ყველა ასე სულმოუთქმელად ელოდა. 3GS გარეგნულად ძალიან გავს iPhone 3G-ს, ანუ შეიძლება ითქვას რომ Apple-მა გარეგნული მხარე უცვლელად დატოვა.ძირითადი ყურადღება კი მაინც მის მეტად ფუნქციონალობასა და ახალ iPhone OS 3.0 სისტემაზეა გადატანილი.
ამჯერად სახეზეა 3 მეგაპიქსელიანი კამერა, ავტოფოკუსით და ფერთა ავტომატური ბალანსით. აგრეთვე ვიდეო 640 x 480 30 ფრეიმით ყოველ წამში, ვოდეოს დაედითება და ამოჭრა მულტი თაჩ კონტროლით.
3GS-ს დაემატა კიდევ ერთი შესანიშნავი ფუნქცია (Voice Control), ანუ ტელეფონის ნომრის წარმოთქმის შემდეგ iPhone იმეორებს ჩვენს სიტყვებს და რეკავს შესაბამის ნომერზე. იგივე ფუნქციით შეიძლება გავიგოთ თუ რა სიმღერას ვუსმენთ, ვინ არის სიღერის ავტორი, ალბომის დასახელება და ა.შ. ეს ფუნქცია iPod Shuffle-ის მომხმარებლებისათვის კარგადაა ცნობილი.
კიდევ ერთი მისასალმებელი ფაქტი, გაუმჯობესებული ბატარეის ხანგრძლივობაა. iPhone 3GS-ზე უკვე 9 საათი WiFi, რაც 3საათით მეტია 3G-ზე, 10 საათი ვიდეოს ხანგრძლივობა- 3 საათით მეტი 3G-ზე და 30 სააათი აუდიო playback 24-ის ნაცვლად.ეფლი iPhone 3GS-ის სხვადასხვა მოდელებს გვთავაზობს განსხვავბულ ფასად: 32გიგაბაიტი – $299. 16გბ. – $199. 8გიგაბაიტიანი iPhone 3G კი 99 დოლარად. ეს გრანდიოზული სეილი 19 ივნისიდან დაიწყება.
განაგრძე კითხვა >>>

მობილური ტელეფონი, კამერა, ფლეირი და ზოგადად ყველა გაჯეტი – რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ატარებს, ფუნქციონალობასთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას- უნდა იყოს აუცილებლად მოხერხებული და ობტიმალური ზომის.







ესაა HTC Touch Pro 2, რომელიც კომპანია HTC-მ გამოუშვა რამდენიმე კვირის წინ, წინა ვერსია Pro1-სგან განსხვავებით ეს საგრძნობლად დახვეწილი და იდეალთათან მიახლოებულია. ეკრანის ზომა 9.14 სანტიმეტრამდე გაიზარდა, ბატარეის სიცოცხილს ხანგრძლოვობამაც 50%-ით მოიმატა, რაც Pro1-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაკლად იყო მიჩნეული. მისი ახალი დამატებებია - “HTC Push Internet”, და “Straight Talk”. ეს ორი ფუნქცია განკუთვნილია ძირითადად საქმიანი ადამიანებისთვის, რომლის საშუალებითაც მათ გაუადვილდებათ ინტერნეტთან კავშირი, ელ.ფოსტით ხშირი კომუნიკაცია რეგულარული და ჯგუფური სატელეფონო ზარები როგორც თანამშრომლებთან, ასევე მეგობრებთან.ის მცირე ნაკლოვანებები რომელსაც Touch Pro2-ს გააჩნია ესაა მცირე შიდა მეხსიერება, და გამქრალი touchwheel-ი, რომელსაც Pro1-ს მომხმარებლები ვერ შეელივნენ.
HTC და Google ერთად მიდიან სრულყოფილებისაკენ და ამ სრულყოფილების ახალი საფეხური Android G2 ტელეფონია, რომლის მეორე სახელწოდებაა HTC Magic. გუგლის და HTC -ის პირველი თანამშრომლობის შედეგი Android G1 იყო, რომელმაც საკმაოდ გაგვიცრუა იმედი , რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით G2-ზე. HTC Magic ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია . უფრო მეტად გლუვი, თხელი, მსუბუქი, ლამაზი და მოხდენილი.




