
HP-მ ნეტბუქების ახალი სერია გამოუშვა, სადაც სამ ახალ მოდელს გვთავაზობს- Mini 1101,Mini 110 Mi და Mini 110. 10 ინჩიანი ეკრანი, 1024×600 რეზოლუციითა და LED ბექლაითით. ინტელის ატომ N270 (ან N280) პროცესორით და ინტეგრიგებული ვიდეოკარტით – Intel GMA950.
Mini 110-ზე ოპერაციული სისტემაა Windows XP, 1 გიგაბაიტი RAM და 160გბ. მყარი დისკი(ან 32გბ. SSD). დამატებითი კომპონენტებით- 3G მოდემი და Broadcom Crystal HD Enhanced ვიდეო აქსელერატორი – დამატებითი ჩიპი რომელიც უზრუნველყოფს HD ვიდეოს, მათ შორის 1080p.
Mini 110 Mi – Ubuntu Linux ოპერაციული სისტემით, 2 გბ.RAM, 250გიგაბაიტი სთორიჯით. ორივე მოდელს “Syncables Desktop”-ის მხარდაჭერა აქვს, რითაც უფრო იოლად მოხდება ფაილების, მედია და სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის სინქრონიზაცია.
და ბოლოს HP Mini 1101, რომელიც 110 XP-ის უფრო გართულებილი ფორმაა. შავი ფერის Mini 1101 პირველ ივნისს გამოვა,მისი ფასი $329 იქნება. ასევე შავი, თეთრი და ვარდისფერი Mini 110 XP და Mini 110 Mi კი ათი ივნისათვის, შესაბამისი ფასებით – $329.99 და $279.99.







ესაა HTC Touch Pro 2, რომელიც კომპანია HTC-მ გამოუშვა რამდენიმე კვირის წინ, წინა ვერსია Pro1-სგან განსხვავებით ეს საგრძნობლად დახვეწილი და იდეალთათან მიახლოებულია. ეკრანის ზომა 9.14 სანტიმეტრამდე გაიზარდა, ბატარეის სიცოცხილს ხანგრძლოვობამაც 50%-ით მოიმატა, რაც Pro1-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაკლად იყო მიჩნეული. მისი ახალი დამატებებია - “HTC Push Internet”, და “Straight Talk”. ეს ორი ფუნქცია განკუთვნილია ძირითადად საქმიანი ადამიანებისთვის, რომლის საშუალებითაც მათ გაუადვილდებათ ინტერნეტთან კავშირი, ელ.ფოსტით ხშირი კომუნიკაცია რეგულარული და ჯგუფური სატელეფონო ზარები როგორც თანამშრომლებთან, ასევე მეგობრებთან.ის მცირე ნაკლოვანებები რომელსაც Touch Pro2-ს გააჩნია ესაა მცირე შიდა მეხსიერება, და გამქრალი touchwheel-ი, რომელსაც Pro1-ს მომხმარებლები ვერ შეელივნენ.





