Zune HD

Microsoft-მა ოფიციალურად განაცხადა ახალი მედია ფლეიერის Zune HD-ს გამოშვების შესახებ. რომელიც მაღაზიებში სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოჩნდება. დივაისის ბევრი ტექნიკური სპეციფიკა ჯერ კიდევ გაუხმაურებელია. ვიცით მხოლოდ ის რომ Zune HD აღჭურვილი იქნება 3.3 ინჩიანი OLED 480х272 გაფართოების თაჩ ეკრანით და digital HD რადიოთი. ამის გარდა ახალ დივაისთან ერთად შემოდგომაზე ნაჩვენები იქნება Zune HD-ის ახალი აპლიკაციები და თამაშები. ცნობილია რომ Zune HD ინტეგრირებული იქნება Xbox game კონსოლთან და ონლაინ სერვისთან – Xbox LIVE.

განაგრძე კითხვა >>

ZEN MX ფლეიერი Creative-სგან

ZEN MX პორტატული მედია აუდიო და ვიდეო ფლეიერია , რომელიც სულ ახლახანს მაისის თვეში გამოჩნდა.Creative-მა ფლეიერის ორი ტიპი გამოუშვა- 8 გბ შიდა მეხსიერებით (ZN-ZMX8G-BK) და 16 გბ-იანი (ZN-ZMX16G-BK).
MX საკმაოდ მოხერხებული და პატარაა. კრედიტ კარტის ზომის ფლეიერი გარეგნულად ძალიან გავს მის წინამორბედ ZEN-ს, თუმცა მისი ფუნქცინალურობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
მისი ზომებია- 83.2 × 55 × 11.9 მმ. წონა-66 გრ. დისპლეი კი 320 × 240, TFT LCD ეკრანით.

მიუხედავად საკმაოდ დიდი ზომის შიდა მეხსიერებისა ZEN MX-ს აქვს აგრეთვე SDHC card სლოტი. ფაილების გადატანა შიდა მეხსიერებიდან SDHC card-ზე კი თავისუფლადაა შესაძლებელი. ZEN Mx-ს აქვს აგრეთვე FM რადიო და ხმის ჩაწერის ფუნქცია. ინტერგირებული ბატარეა შეფასებულია 30 საათი აუდიო და 5 საათი ვიდეოს ხანგრძლიობით.
იაპონიის მაღაზიებში ZEN MX-ი 5 მაისიდან გამოჩნდა, 8GB მოდელის ფასია $102, 16GB-ის კი $144.

განაგრძე კითხვა >>