iPhone 3GS

Apple-ის დეველოპერებმა WWDC-ზე (Worldwide Developers Conference 2009)  ახალი iPhone წარმოადგინეს. iPhone3GS – რომელსაც ყველა ასე სულმოუთქმელად ელოდა. 3GS გარეგნულად ძალიან გავს iPhone 3G-ს, ანუ შეიძლება ითქვას რომ Apple-მა გარეგნული მხარე უცვლელად დატოვა.ძირითადი ყურადღება კი მაინც მის მეტად ფუნქციონალობასა და ახალ iPhone OS 3.0 სისტემაზეა გადატანილი.

ამჯერად სახეზეა 3 მეგაპიქსელიანი კამერა, ავტოფოკუსით და ფერთა ავტომატური ბალანსით. აგრეთვე ვიდეო 640 x 480 30 ფრეიმით ყოველ წამში, ვოდეოს დაედითება და ამოჭრა მულტი თაჩ კონტროლით.
3GS-ს დაემატა კიდევ ერთი შესანიშნავი ფუნქცია (Voice Control), ანუ ტელეფონის ნომრის წარმოთქმის შემდეგ iPhone იმეორებს ჩვენს სიტყვებს და რეკავს შესაბამის ნომერზე. იგივე ფუნქციით შეიძლება გავიგოთ თუ რა სიმღერას ვუსმენთ, ვინ არის სიღერის ავტორი, ალბომის დასახელება და ა.შ. ეს ფუნქცია iPod Shuffle-ის მომხმარებლებისათვის კარგადაა ცნობილი.

კიდევ ერთი მისასალმებელი ფაქტი, გაუმჯობესებული ბატარეის ხანგრძლივობაა. iPhone 3GS-ზე უკვე 9 საათი WiFi, რაც 3საათით მეტია 3G-ზე, 10 საათი ვიდეოს ხანგრძლივობა- 3 საათით მეტი 3G-ზე და 30 სააათი აუდიო playback 24-ის ნაცვლად.ეფლი iPhone 3GS-ის სხვადასხვა მოდელებს გვთავაზობს განსხვავბულ ფასად: 32გიგაბაიტი – $299. 16გბ. – $199. 8გიგაბაიტიანი iPhone 3G კი 99 დოლარად. ეს გრანდიოზული სეილი 19 ივნისიდან დაიწყება.
განაგრძე კითხვა >>>

Zune HD microsoft- ის მედია ფლეიერი

Microsoft-ი Zune HD-ის გამოშვებას აპირებს, რომელიც  Zune MP3 ფლეიერების  ახალი   შემდგომი  ეტაპია. ძირითადი ესკიზები,ფორმები  დამუშავებული და უკვე შექმნილია.  ფართე თაჩ-ეკრანიანი  Zune HD    სავარაუდოდ  ასე გამოიყურება – განიერი ალუმინისა და შუშის კორპუსით.

Zune პორტატული მედია ფლეიერი (PMP) Microsoft-ისთვის ალბათ ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს  Apple’s iPod Touch-ის პოპულარობის შემდეგ. Microsoft რატომღაც ძალიან აგვიანებს ახალი ნაბიჯის გადადგმას და არც ცდილობს ამის რაიმე ფაქტით ახსნას. იმედია Zune HD-ის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი უფრო ნათელი გახდება და  PC-ს გულშემატკივრებს უმედობის საბაბიც არ მიეცემათ ;) . შეგახსენებთ რომ  Zune mp3  ფლეიერების რამოდენიმე ტიპი არსებობს , ესენია – Zune 4გბ, Zune 8, Zune 16, Zune 80, Zune 120გბ.

Zune HD აღჭურვილი იქნება Nvidia ჩიფსეტით, რომელიც უზრუნველყოფს 720p ვიდეოსა და  მაღალ 3D ეფექტს, ამით Zune HD  შესაძლოა HTC Touch HD და  Samsung OmniaHD-საც კი მიუახლოვდეს თავისი HD ხარისხით.

განაგრძე კითხვა >>

iPod-ის მინი სფიქერი

კორეულმა კომპანიებმა -Buffalo და Kokuyo, შექმნეს ძალიან ორიგინალური  iPod  სფიქერი. ის ძალიან გავს პატარა კამათელს ,ზომით  28 მმ-სიმაღლისა და სიგანისაა. უბრალოდ შეაიერთე ის შენს აიპოდთან  და ხმამაღლა მოუსმინე საყვარელ მუსიკას.  საინტერესოა აგრეთვე ისიც რომ, ხმა შეგიძლია აკონტროლო  ზედა ორი ფერადი წერტილიდან.

ეს მინი სფიქერი თავსებადია iPod classic, iPod mini, iPod 4G და 5G, iPod touch, და  ზოგადად ყველა  iPod-თან გარდა Shuffle-ისა.  შესაძლებელია რამოდენიმე ფერის ყიდვა-  შავი, ლურჯი, მწვანე, წითელი და სტაფილოსფერი. ფასი კი მხოლოდ და მხოლოდ 2660 იენია ანუ $28 US :P

განაგრძე კითხვა >>>

Apple-ის Platinum ipod Nano

Apple-მა გამოუშვა ipod-ის 8 გიგაბიტიანი მესამე თაობის ipod Nano. უფრო ფართო და დიდი შესაძლებლობებით.მისი დიზაინი დიდად არ შეცვლილა და კვლავ იგივე დარჩა, წინა ნაწილი ალუმინის გარსითაა დაფარული , ხოლო უკანა მხარე პრიალა მეტალია. მაგრამ მაინც რა განსხვავებაა წინა და ამ ახალ ვერსიას შორის?

ipod nano

უნდა აღინიშნოს რომ ბოლო ვერსიაში უფრო დახვეწილი დიზაინია , და ზედაპირი დაფარულია უფრო ძვირადღირებული მეტალით ,რაც ipod-ს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას და გლამურობას ანიჭებს♥ ,რითაც იბყრობს მილიონობით ადამიანის გულს, :*

ipod nano

თავდაპირველად ამ ipod-ის ღირებულება 825 ამერიკული დოლარი იყო თუმცა ახლა მისი ფასი 180-ს გაუტოლდა