iPhone 3GS

Apple-ის დეველოპერებმა WWDC-ზე (Worldwide Developers Conference 2009)  ახალი iPhone წარმოადგინეს. iPhone3GS – რომელსაც ყველა ასე სულმოუთქმელად ელოდა. 3GS გარეგნულად ძალიან გავს iPhone 3G-ს, ანუ შეიძლება ითქვას რომ Apple-მა გარეგნული მხარე უცვლელად დატოვა.ძირითადი ყურადღება კი მაინც მის მეტად ფუნქციონალობასა და ახალ iPhone OS 3.0 სისტემაზეა გადატანილი.

ამჯერად სახეზეა 3 მეგაპიქსელიანი კამერა, ავტოფოკუსით და ფერთა ავტომატური ბალანსით. აგრეთვე ვიდეო 640 x 480 30 ფრეიმით ყოველ წამში, ვოდეოს დაედითება და ამოჭრა მულტი თაჩ კონტროლით.
3GS-ს დაემატა კიდევ ერთი შესანიშნავი ფუნქცია (Voice Control), ანუ ტელეფონის ნომრის წარმოთქმის შემდეგ iPhone იმეორებს ჩვენს სიტყვებს და რეკავს შესაბამის ნომერზე. იგივე ფუნქციით შეიძლება გავიგოთ თუ რა სიმღერას ვუსმენთ, ვინ არის სიღერის ავტორი, ალბომის დასახელება და ა.შ. ეს ფუნქცია iPod Shuffle-ის მომხმარებლებისათვის კარგადაა ცნობილი.

კიდევ ერთი მისასალმებელი ფაქტი, გაუმჯობესებული ბატარეის ხანგრძლივობაა. iPhone 3GS-ზე უკვე 9 საათი WiFi, რაც 3საათით მეტია 3G-ზე, 10 საათი ვიდეოს ხანგრძლივობა- 3 საათით მეტი 3G-ზე და 30 სააათი აუდიო playback 24-ის ნაცვლად.ეფლი iPhone 3GS-ის სხვადასხვა მოდელებს გვთავაზობს განსხვავბულ ფასად: 32გიგაბაიტი – $299. 16გბ. – $199. 8გიგაბაიტიანი iPhone 3G კი 99 დოლარად. ეს გრანდიოზული სეილი 19 ივნისიდან დაიწყება.
განაგრძე კითხვა >>>

iPhone OS 3.0

Apple-ი iphone-ის გამოშვებიდან დღემდე უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, ამ პოპულარობის მიუხედავად iPhone OS 2.0 -ს საკმაოდ ბევრი ისეთი ნაკლოვანებები აქვს, რომელიც ყველასათვის გულდასაწყვეტი და მიუღებელია. ამის მაგალითია თუნდაც copy, paste ფუნქციის არ ქონა, MMS-ის არარსებობა , Bluetooth-ის არასრულყოფილი მხარდაჭერა და სხვა..

თუმცა რამოდენიმე დღის წინ Apple-მ წარმოადგინა ახალი iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის 3.0 ვერსია. ამჯერად Apple-მა iPhone OS 3.0 სისტემაზე ნამდვილად გამოასწორა ეს შეცდომები.

ეს ის მცირე და ყველაზე სასიცოცხლო ჩამონათვალია იმ 100-მდე ახალი ფუნქციიდან,რაც iPhone OS 3.0 ვერსიაშია შეტანილი:

  • cut/copy/paste- “ამოჭრა/კოპირება/ჩასმა” , რომელიც ეხება არამარტო ტექსტს არამედ სურათებსაც, ასევე Copy-Paste ბრძანების გასაუქმებლად (Undo) ფუნქცია, რომელიც უბრალოდ ტელეფონის შენჯღრევითაა შესაძლებელი
  • MMS მხარდაჭერა
  • Push Notification- რომლითაც მეტად დაიზოგება აკუმულატორის მუხტი
  • Landscape რეჟიმის- ახლაუკვე არამარტო საფარზე  ასევე ნებისმიერ აპლიკაციაზე. შესაბამისად Landscape რეჟიმში გაიზარდა კლავიატურის ზომაც, რომელიც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს წინა ვერსიაზე
  • Bluetooth-ის სრულყოფილი მხარდაჭერა A2DP-ის ჩათვლით
  • Voice Memos – ხმოვანი ჩანაწერები
  • და კიდევ უამრავი განახლებები iPhone-ის ყველაზ პოპულარულ აპლიკაციებზე.

iPhone OS 3.0-ის დეველოპერული ვერსია დღეს უკვე ხელმისაწვდომია, მომხმარებლები კი ოფიციალურად ივნისიდან შეძლებენ ახალი ოპერაციული სისტემით სარგებლობას.

განაგრძე კითხვა-ნახე სურათები და ვიდეოები >>>

Apple-ის Platinum ipod Nano

Apple-მა გამოუშვა ipod-ის 8 გიგაბიტიანი მესამე თაობის ipod Nano. უფრო ფართო და დიდი შესაძლებლობებით.მისი დიზაინი დიდად არ შეცვლილა და კვლავ იგივე დარჩა, წინა ნაწილი ალუმინის გარსითაა დაფარული , ხოლო უკანა მხარე პრიალა მეტალია. მაგრამ მაინც რა განსხვავებაა წინა და ამ ახალ ვერსიას შორის?

ipod nano

უნდა აღინიშნოს რომ ბოლო ვერსიაში უფრო დახვეწილი დიზაინია , და ზედაპირი დაფარულია უფრო ძვირადღირებული მეტალით ,რაც ipod-ს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას და გლამურობას ანიჭებს♥ ,რითაც იბყრობს მილიონობით ადამიანის გულს, :*

ipod nano

თავდაპირველად ამ ipod-ის ღირებულება 825 ამერიკული დოლარი იყო თუმცა ახლა მისი ფასი 180-ს გაუტოლდა