Zune HD microsoft- ის მედია ფლეიერი

Microsoft-ი Zune HD-ის გამოშვებას აპირებს, რომელიც  Zune MP3 ფლეიერების  ახალი   შემდგომი  ეტაპია. ძირითადი ესკიზები,ფორმები  დამუშავებული და უკვე შექმნილია.  ფართე თაჩ-ეკრანიანი  Zune HD    სავარაუდოდ  ასე გამოიყურება – განიერი ალუმინისა და შუშის კორპუსით.

Zune პორტატული მედია ფლეიერი (PMP) Microsoft-ისთვის ალბათ ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს  Apple’s iPod Touch-ის პოპულარობის შემდეგ. Microsoft რატომღაც ძალიან აგვიანებს ახალი ნაბიჯის გადადგმას და არც ცდილობს ამის რაიმე ფაქტით ახსნას. იმედია Zune HD-ის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი უფრო ნათელი გახდება და  PC-ს გულშემატკივრებს უმედობის საბაბიც არ მიეცემათ ;) . შეგახსენებთ რომ  Zune mp3  ფლეიერების რამოდენიმე ტიპი არსებობს , ესენია – Zune 4გბ, Zune 8, Zune 16, Zune 80, Zune 120გბ.

Zune HD აღჭურვილი იქნება Nvidia ჩიფსეტით, რომელიც უზრუნველყოფს 720p ვიდეოსა და  მაღალ 3D ეფექტს, ამით Zune HD  შესაძლოა HTC Touch HD და  Samsung OmniaHD-საც კი მიუახლოვდეს თავისი HD ხარისხით.

განაგრძე კითხვა >>

HTC Touch Diamond 2

HTC-მ Touch Pro 2-თან ერთად   (რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ) გამოუშვა ყველასათვის საყვარელი ტელეფონის -Touch Diamond-ის ახალი ვერსია Diamond 2.

უფრო დიდი ეკრანით, მაღალი WVGA რეზოლუცით, ბატარეის უკეთესი სიცოცხლის ხანგრძლივობით, და ყველასათვის თვალშისაცემი გარეგნული ცვლილებით.

Touch Diamond 2-ის ეკრანი 2.8 ინჩიდან 3.2-მდე გაიზარდა და შესაბამისად მისი ზომა-VGA (480×640) გადიდდა WVGA (480×800)-მდე. ყველასთვის საყვარელი TouchFlo 3D ინტერფეისიც უფრო დაიხვეწა და დაემატა განახლებული ფუნქციები. ყველაზე საინტერესო ამ ახალ ინტერფეისში განახლებული კონტაქტების ვიუვერია, სადაც ზარების, იმეილების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ისტორიის ნახვა მარტივად, ერთ გვერდზეა შესაძლებელი. Touch Pro 2-ის მსგავსად მასაც დაემატა ზუმ-ბარი, რითაც მარტივად შეძლებთ სურათების, ტექსტის, გუგლის რუკების გადიდებას. და ბოლოს Touch Diamond 2-ს უფრო მეტ მომხიბვლელობას 5 მეგაპიქსელიანი კამერაც მატებს.

დაწვრილებითი მონაცემები:
• პროცესორი – Qualcomm® MSM7200A™, 528 MHz ოპერაციული სისტემა Windows Mobile® 6.1 Professional
• მეხსიერება – ROM: 512 მბ. RAM: 288 მბ.
• ზომები – 107.85 X 53.1 X 13.7 მმ .
• წონა – 117 გრამი ბატარეასთან ერთად.
• ეკრანი – 3.2-ინჩი TFT-LCD თაჩ-მგრძნობიარე ეკრანი , 480 X 800 WVGA გაფართოებით
• ქსელი – HSDPA/WCDMA:
• დივაის კონტროლი – TouchFLO™ 3D
• Zoom ბარი.
• QWERTYკლავიატურა.
• GPS შიდა GPS ანტენა
• კავშირი – Bluetooth® 2.0 გაზრდილი Data Rate-ით და A2DP ვაიერლეს სტერეო headsets-ით.
• Wi-Fi®: IEEE 802.11 b/g
• კამერა – 5 მეგაპიქსელი ავტოფოკუსით
• აუდიო ფორმატების მხარდაჭერა – AAC, AAC+, eAAC+, AMR-NB, AMR-WB, QCP, MP3, WMA, WAV, MIDI, M4A
• ვიდეო ფორმატების მხარდაჭერა – WMV, ASF, MP4, 3GP, 3G2, M4V, AVI
• ბატარეა – Lithium-ion, 1500 mAh ტევადობით.

განაგრძე კითხვა >>

HTC Touch Pro2

ესაა  HTC Touch Pro 2, რომელიც კომპანია HTC-მ გამოუშვა რამდენიმე კვირის წინ,  წინა ვერსია Pro1-სგან განსხვავებით  ეს საგრძნობლად დახვეწილი და იდეალთათან მიახლოებულია. ეკრანის  ზომა  9.14 სანტიმეტრამდე გაიზარდა, ბატარეის სიცოცხილს ხანგრძლოვობამაც 50%-ით მოიმატა, რაც Pro1-ის  ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაკლად იყო მიჩნეული. მისი ახალი დამატებებია -  “HTC Push Internet”, და “Straight Talk”. ეს ორი ფუნქცია განკუთვნილია ძირითადად საქმიანი ადამიანებისთვის, რომლის საშუალებითაც მათ გაუადვილდებათ ინტერნეტთან კავშირი, ელ.ფოსტით ხშირი კომუნიკაცია რეგულარული და ჯგუფური სატელეფონო ზარები  როგორც თანამშრომლებთან, ასევე მეგობრებთან.ის მცირე  ნაკლოვანებები რომელსაც  Touch Pro2-ს გააჩნია ესაა მცირე შიდა მეხსიერება, და გამქრალი  touchwheel-ი, რომელსაც  Pro1-ს მომხმარებლები ვერ შეელივნენ.

Highlights
1.    მოხერხებული გადასაწევი QWERTY  კლავიატურა, კარგად გამოკვეთილი ღილაკებით.
2.    9.14 ინჩი, მგრძნობიარე ეკრანი  WVGA (480 X 800 პიქსელი) გაფართოებით.
3.   ორმაგი მოკროფონი, რომელიც უზრუნველყობს კრისტალურად სუფთა  კონფერენციულ ზარებს.
4.    საუკეთესო გამოსახულება ხედვის ნებისმიერი კუთხიდან.
5.     და რაც მე ყველაზე ძალიან მომწონს -ესაა Zoom ბარი, რომელიც დიდი სიზუსტით  ადიდებს და აპატარავებს სურათებს, ვებ-გვრდებს, გუგლის რუკებს, და ეკრანზე გამოსახულ ნებისმიერ ტექსტს.

განაგრძე კითხვა >>

Android G2, the HTC Magic

HTC და Google ერთად მიდიან სრულყოფილებისაკენ და ამ სრულყოფილების ახალი საფეხური Android G2 ტელეფონია, რომლის მეორე სახელწოდებაა HTC Magic. გუგლის და HTC -ის პირველი თანამშრომლობის შედეგი Android G1 იყო, რომელმაც საკმაოდ გაგვიცრუა იმედი , რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით G2-ზე.  HTC Magic ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია . უფრო მეტად გლუვი, თხელი, მსუბუქი, ლამაზი და მოხდენილი.

დახვეწილ  დიზაინთან ერთად  გაიზარდა მისი შესაძლებლობებიც. გაუმჯობესდა გუგლის დამატებები- ელ.ფოსტა, ძიება და რუკები. ეს ყველაფერი გაუმჯობესებული შესძლებლობებით  შენს ხელის გულზეა Android G2 ტელეფონის სახით. ყველაზე მეტად თვალშისაცემია ისიც რომ HTC Magic-ის დახმარებით უფრო გაადვილდება  ვიდეო და აუდიო მასალებთან შენი ურთიერთობა – ვიდეოს ელ.ფოსტით, ან MMS-ით გაგზავნა, შენი ვიდეოს YouTube-ზე ატვირთვა პირდაპირ  ტელეფონიდან, Android G2 -ზე დამატებით კიდევ შეგიძლია  დააყენო უამრავი პროგრამა, აპლიკაცია და თამაში. Android G2 ნამდვილი მაგიური ნივთია თავისი საუცხოო მედია  და გასართობი საშუალებებით.

ეს მისთვის ვისაც უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ Android G2-ის შესაძლებლობები:

•   პროცესორი -  Qualcomm® MSM7201a™, 528 MHz
•  ოპერაციული სისტემა -  Android
•    მეხსიერება – ROM: 512 მბ. RAM: 192 მბ.
•    ზომები -   113 x 55 x 13.65 მმ. ( 4.45 x 2.17 x 0.54 ინჩი)
•   წონა - 118.5 გრამი ( 4.18 უნცია) ბატარეასთან ერთად.
•    ეკრანი -  3.2-ინჩი  TFT-LCD ბრტყელი მგრძნობიარე ეკრანი 320×480 HVGA გაფართოებით.
•    ქსელი - HSDPA/WCDMA: 900/2100 MHz, Up to 2 Mbps up-link and 7.2 Mbps down-link speeds
•    Quad-band GSM/GPRS/EDGE: 850/900/1800/1900 MHz
•    GPS -  შიდა GPS ანტენა.
•    კავშირი -  Bluetooth® 2.0  და Wi-Fi®: IEEE 802.11 b/g HTC ExtUSB™
•    კამერა – 3.2 მეგაპიქსელი ავტოფოკუსით
•    აუდიო ფორმატების მხარდაჭერა -   AAC, AAC+, AMR-NB, MP3, WMA, WAV, AAC-LC, MIDI, OGG
•    ვიდეო ფორმატების მხარდაჭერა -  MP4, 3GP
•    საუბრის ხანრძლივობა -  400 წუთი WCDMA-ზე, 450 წუთი GSM-ზე
•   AC ადაპტერი ძაბვის  სიხშირის გასაკონტრილებლად : 100 ~ 240V AC, 47/63 Hz
•    DC ძალის ადაპტერები: 5V და 1A.
•    სპეციალური  G-სენსორები
•   ციფრული კომპასი

განაგრძე კითხვა >>