Android G2, the HTC Magic

HTC და Google ერთად მიდიან სრულყოფილებისაკენ და ამ სრულყოფილების ახალი საფეხური Android G2 ტელეფონია, რომლის მეორე სახელწოდებაა HTC Magic. გუგლის და HTC -ის პირველი თანამშრომლობის შედეგი Android G1 იყო, რომელმაც საკმაოდ გაგვიცრუა იმედი , რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით G2-ზე.  HTC Magic ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია . უფრო მეტად გლუვი, თხელი, მსუბუქი, ლამაზი და მოხდენილი.

დახვეწილ  დიზაინთან ერთად  გაიზარდა მისი შესაძლებლობებიც. გაუმჯობესდა გუგლის დამატებები- ელ.ფოსტა, ძიება და რუკები. ეს ყველაფერი გაუმჯობესებული შესძლებლობებით  შენს ხელის გულზეა Android G2 ტელეფონის სახით. ყველაზე მეტად თვალშისაცემია ისიც რომ HTC Magic-ის დახმარებით უფრო გაადვილდება  ვიდეო და აუდიო მასალებთან შენი ურთიერთობა – ვიდეოს ელ.ფოსტით, ან MMS-ით გაგზავნა, შენი ვიდეოს YouTube-ზე ატვირთვა პირდაპირ  ტელეფონიდან, Android G2 -ზე დამატებით კიდევ შეგიძლია  დააყენო უამრავი პროგრამა, აპლიკაცია და თამაში. Android G2 ნამდვილი მაგიური ნივთია თავისი საუცხოო მედია  და გასართობი საშუალებებით.

ეს მისთვის ვისაც უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ Android G2-ის შესაძლებლობები:

•   პროცესორი -  Qualcomm® MSM7201a™, 528 MHz
•  ოპერაციული სისტემა -  Android
•    მეხსიერება – ROM: 512 მბ. RAM: 192 მბ.
•    ზომები -   113 x 55 x 13.65 მმ. ( 4.45 x 2.17 x 0.54 ინჩი)
•   წონა - 118.5 გრამი ( 4.18 უნცია) ბატარეასთან ერთად.
•    ეკრანი -  3.2-ინჩი  TFT-LCD ბრტყელი მგრძნობიარე ეკრანი 320×480 HVGA გაფართოებით.
•    ქსელი - HSDPA/WCDMA: 900/2100 MHz, Up to 2 Mbps up-link and 7.2 Mbps down-link speeds
•    Quad-band GSM/GPRS/EDGE: 850/900/1800/1900 MHz
•    GPS -  შიდა GPS ანტენა.
•    კავშირი -  Bluetooth® 2.0  და Wi-Fi®: IEEE 802.11 b/g HTC ExtUSB™
•    კამერა – 3.2 მეგაპიქსელი ავტოფოკუსით
•    აუდიო ფორმატების მხარდაჭერა -   AAC, AAC+, AMR-NB, MP3, WMA, WAV, AAC-LC, MIDI, OGG
•    ვიდეო ფორმატების მხარდაჭერა -  MP4, 3GP
•    საუბრის ხანრძლივობა -  400 წუთი WCDMA-ზე, 450 წუთი GSM-ზე
•   AC ადაპტერი ძაბვის  სიხშირის გასაკონტრილებლად : 100 ~ 240V AC, 47/63 Hz
•    DC ძალის ადაპტერები: 5V და 1A.
•    სპეციალური  G-სენსორები
•   ციფრული კომპასი

განაგრძე კითხვა >>

სერგეი ბრინის კოსმოსური მოგზაურობა

მსოფლიოს უდიდესი კომპანია გუგლის ერთ-ერთი დამფუძნებელი sergey brin-ი კოსმოსური მოგზაურობისთვის ემზადება. რუსი წარმოშობის 34 წლის სერგეი 18 მილიარდი ამერიკული დოლარის მფლობელია. ახლახანს კი ცნობილი გახდა რომ მას გალაქტიკაში გაფრენა გადაუწყვეტავს , რაშიც 5 მილიონ დოლარს იხდის . ფრენას რუსული კოსმოსური ხომალდი „სოიუზი” ახორციელებს , მოლაპარაკებებს რუსეთის მხარესა და გუგლის მილიარდერ მფლობელს შორის ამერიკული კომპანია -Space Adventures აწარმობს, ფრენა სავარაუდოდ 2011 წელს განხორციელდება :)

google-ის დაბადება

ყველაფერი დაიწყო 1996 წლის იანვარს კალიფორნიის შტატში , როდესაც სტენდფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი ლარი ფეიჯი(larry page) ამზადებდა დისერტაციის თემას და იკვლევდა მათემატიკურ ალგორითმის დამოკიდებულებას ინტერნეტზე და ვებ გვერდების განთავსების სპეციფიკაზე,

უფრო კონკრეტულად მას აინტერესებდა შესაძლებელი იყო თუ არა, მთლიანი ინტერნეტის ბმულების ერთიანი კონტროლის ქვეშ თავმოყრა და მისი მართვა. მას ამ კვლევაში მალე შეუერთდა მისი ახლო მეგობარი და იგივე სტენდფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი სერგეი ბრინი(sergey brin).მათ მალევე მიაკვლიეს რასაც ეძებდნენ და შექმნეს პატარა საძიებო სისტემა რომელშიც PageRank-ის მიხედვით თავმოყრილი იყო ლინკების მთელი წყობა. ეს იყო მარტივი მაგრამ ამავდროულად ძალზედ მნიშვნელოვანი და საჭირო გამოგონება.

დომეინი google.com პირველად დაარეგისტრირეს 1997 წლის 15 სექტემბერს, და სწორედ აქედან იწყება ოქროს ხანა მთელს ინტერნეტში. სახელი „google“ სერგეიმ შეარჩია, სიტყვა- googol-ის მიხედვით რაც ნიშნავს ნულების მთელ წყობას ერთიდან ასის ჩათვლით ანუ ერთად გამწკრივებულ 100 ნულს

google search

1998 წლის დასასრულისთვის google-ს უკვე ქონდა ათვისებული დაახლოებთ 60 მილიონი საძიებო ბმულო . მოგვიანებით, უკვე 2-3 წლის შემდეგ google-ს საკმაოდ ბევრი კონკურენტი გამოიჩნდა ,როგორიცაა Yahoo!, Excite.com, Lycos , Netscape’s Netcenter, AOL.com, Go.com , MSN.com თუმცა ისი კვლავაც ინარჩუნებდა და ინარჩუნებს ლიდერობას .

1999წლის მარტიდან გუგლმა ბინა silicon valley-ზე დაიდო , ქალაქ sunfrancisco-სთან მახლობლად და ალბათ ბევრის ოცნებააა googleplex- ში მოხვედრა :)

Google-ის მარტივი დამძლავრი საძიებო სისტემა უამრავი მომხმარებლის გულს იბყრობდა, თუმცა ამით კომპანიას შემოსავლების მხრივ არაფერი ემატებოდა ,ამიტომ 2000 წელს გუგლმა გადადგა უდიდესი და ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი- ეს იყო რეკლამებით ვაჭრობა(ads by google, ალბათ ყველას გინახავთ და შეგიმჩნევიათ ასეთი წარწერები ძალიან ბევრ საიტზე, სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ 2007 წლის მონაცემებით გუგლის შემოსავალი 22.689 მილიარდი ამერიკული დოლარია!!