HP-ის ნეტბუქების სერია: Mini 1101, Mini 110 და Mini 110 Mi

HP-მ ნეტბუქების ახალი სერია გამოუშვა, სადაც სამ ახალ მოდელს გვთავაზობს- Mini 1101,Mini 110 Mi და Mini 110. 10 ინჩიანი ეკრანი, 1024×600 რეზოლუციითა და LED ბექლაითით. ინტელის ატომ N270 (ან N280) პროცესორით და ინტეგრიგებული ვიდეოკარტით – Intel GMA950.
Mini 110-ზე ოპერაციული სისტემაა Windows XP, 1 გიგაბაიტი RAM და 160გბ. მყარი დისკი(ან 32გბ. SSD). დამატებითი კომპონენტებით- 3G მოდემი და Broadcom Crystal HD Enhanced ვიდეო აქსელერატორი – დამატებითი ჩიპი რომელიც უზრუნველყოფს HD ვიდეოს, მათ შორის 1080p.

Mini 110 Mi – Ubuntu Linux ოპერაციული სისტემით, 2 გბ.RAM, 250გიგაბაიტი სთორიჯით. ორივე მოდელს “Syncables Desktop”-ის მხარდაჭერა აქვს, რითაც უფრო იოლად მოხდება ფაილების, მედია და სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის სინქრონიზაცია.

და ბოლოს HP Mini 1101, რომელიც 110 XP-ის უფრო გართულებილი ფორმაა. შავი ფერის Mini 1101 პირველ ივნისს გამოვა,მისი ფასი $329 იქნება. ასევე შავი, თეთრი და ვარდისფერი Mini 110 XP და Mini 110 Mi  კი ათი ივნისათვის, შესაბამისი ფასებით – $329.99 და $279.99.

განაგრძე კითხვა >>

Vivace – Music Computer

იდეის ავტორები არიან კორეელი დიზაინერები Young-Shin Lee და Hae-Jin Jung. Vivace-ს იდეა მდგომარეობს კომპიუტერში რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტის ფუნქციებს ითავსებს. ავტორებმა მას One Person Band უწოდეს , რადგან ის ერთდროულად უამრავ ფუნქციას ასრულებს: მუსიკი შექმნა, ჩაწერა, შესწორება, სხვადასხვა ეფექტების დადება, მძლავრი ეკვალაიზერი, ინტერნეტ კავშირი და თაჩ-ინტერფეისი. ყველაფერი ძალიან საინტერსოდ ჟღერს მაგრამ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. ამ ჯერზე ავტორები მხოლოდ და მხოლოდ ესკიზებს გვთავაზობენ, ისინი იმედოვნებენ რომ მომავალში Vivace პროფესიონალი და მოყვარული მუსიკოსების, განუყოფელი და საყვარელი ინსტრუმენტი გახდება.
ამ ჯერზე კი მხოლოდ და მხოლოდ სურათებს გთავაზობთ:
განაგრძე კითხვა >>

Mac-ის კონცეპტ მონიტორი

ესაა  OLED მონიტორის ახლებური – მოქნილი,თხელი და  გამჭვირვალე  კონცეპტი. იდეაში OLED მატერიალი  დრეკადია და  შესაძლებელია მისი დახვევა თეთრ სტენდში. ამით საშუალება გვეძლევა მონიორს მივცეთ ისეთი ზომა  და ფორმა როგორიც ჩვენ გვსურს. ამის გარდა სხვა  ისეთი უცნაურობების გაკეთებაც შეგვიძლია, როგორიცაა მაგალითად ამ გამჭვირვალე მონიტორში cd drive-ის განთავსება, ან თუნდაც  უხილავი და კიდევ ერთი  მეტად უცნაური ტექნოლოგია, რომლითაც მონიტორის სადგამ  მერხზე დავინახავთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა თუნდაც ახალი შეტყობინება ჩვენს ელ.ფოსტაში, აგრეთვე უჩვეულოდ მცირე ზომის მაუსი რომლიდანაც უშუალოდ შევძლებთ სურათების შემობრუნებას და გადიდებას..

იდეის ავტორია Mac Funamizu -იაპონელი დიზაინერი ტოკიოდან, როელსაც ძალიან უყვარს apple-ის პროდუქცია, და შესაბამისად მისი კონცეპტ იდეების უმრავლესობაც apple-ს უკავშირდება.  არ მინდა ზედმეტად უხეშად გამომივიდეს ამ კონცეპტის დაგმობა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კონცეფტის სახე უჯობესია რეალური გადაწყვეტასთან და  მის განხორციელებასთან უფრო  ახლოს იყოს, ანუ უკვე უნდა არსებობდეს ის  ძირითადი ბაზური ტექნოლოგია რითაც  მის განხორციელებაა შესაძლებელი. ანუ მოკლედ იმის თქმას ვცდილობ რომ როგორც იდეა არაჩვეულებრივი და ძალიან მაგარია, მაგრამ საკმაოდ შორეული

განაგრძე კითხვა >>

ტაქტიკური კომპიუტერი

AXON-ის  ეს ტაქტიკური, საბრძოლო  მოწყობილობა  წესრიგის დამცველებსა და პოლიციას ნამდვილად გამოადგებათ  დამნაშავეებთან ბრძოლაში.   გაჯეტი  უზრუნველყობს აუდიო და ვიდეო მასალების სწრაფ და მინიმალურ დროში შეგროვებას.

ესაა მინი კომპიუტერი, რომელიც  პოლიცელისათვის ისეთივე  ყოველდღიურ  საჭირო ნივთს  უნდა წარმოადგენდეს, როგორიცაა იარაღი.  ის შედგება რამოდენიმე ნაწილიგან: ესაა HEADCAM, რომელიც ჩვეულებრივ ყურთასმენს  გავს. მისი საშუალებით პოლიციელს  კამერით შეუძლია დაინახოს და გაიგოს  ყველაფერი რაც ხდება მის გარშემო 360 გრადუსით, ხედვის სრული სპექტრით.

მეორეა  ATC – AXON TACTICAL COMPUTER, PDA-ს ტიპის გაჯეტი,   LCD ეკრანითა და  ლინუქსის ოპერაციული სისტემით.  მისი საშუალებით  ხდება ვიდეო და აუდიო მასალის  ჩაწერა რასაც  ყურთასმენი აფიქსირებს, და  მესამე SYNAPSE ETM – Evidence Transfer Manager, რითაც  თითის ერთ  დაჭერით  წამიერად  ხდება მონაცემთა ბაზაში ამ ინფორმაციის გაგზავნა და შენახვა, შემდგომ კი ამ კომპრომატებით სასამართლო იხელმძღვანელებს რეალური დამნაშავის ვინაობაის დასადგენად  და სწორი განაჩენის გამოსატანად.

განაგრძე კითხვა >>>

ასუსის Fold / Unfold ლეპტოპი


როგორც ვიცით ASUS ლეპტოპების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ამიტომ CES 2009 -ს ჩვენებაზე   მან თავისი ყველა ახალი  პროდუქცია  წარადგინა,  დაწყებული EEE PC _სერიიდან დამთავრებული ახალი კონცეპტუალური Airo Origami laptop-ით, რომელსაც Fold / Unfold laptop -ითაც მოიხსენიებენ.   Fold / Unfold  laptop იდეამ ყველა გააოცა,რადგან ეს როგორც იდეურად ასევე  ტექნიკურად ძალიან ახალი და უცხოა. ასუსი ცდილობს ყველა მიახვედროს რომ  შეუძლებელი არაფერია და თუ  არსებობს იდეა  მისი განხორციელებაც გარკვეული ძალისხმევის შემდეგ  შესაძლებელია.  Airo-ს ორივე ზედაპირი  ძალიან-ძალიან თხელია როგორც ცარიელი საქაღალდე. განსხავებულია კლავიატურაც, და ლეპტოპოს დაკეცვა გახსნის დროს მოძრაობს. მის ქვემოთ კი ცარიელ ადგილს შენიშნავთ, რომელიც აუცილებელია ვენტილაციისათვის.

ასუსის შეფმა Jerry Shen-მა განაცხადა რომ  Fold / Unfold  ტიპის ლეპტოპების გამოშვებას ზაფხულის ბოლოს თუ არა, ამ წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყებენ. თუ Jerry Shen-ი თავისი სიტყვა შეასრულებს და მართლაც დაიწყება Airo Origami laptop-ის სერიული გამიშვება,  ეს იქნება ყველაზე თხელი ლეპტოპი მთელს  მსოფლიოში

ამ ვიდეოზე ყველაფერი უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება :

იხილეთ სრულად სურათები   და ვიდეო რგოლები:

განაგრძე კითხვა >>

ახალი სამყაროს იდეა Microsoft-სგან

ალბათ ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება ჩვენი სამყარო რამოდენიმე ათეული, ან ასეული წლის შემდეგ.. როგორი იქნება ზოგადად ჩვენი ცხოვრება, რა შეიცვლება და რა დარჩება იგივე..

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Microsoft-იდან ცდილობენ , რადგანაც ფიქრობენ რომ მათზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ისინი თვილიან რომ, ახალი ტექნოლოგიებით რადიკალურად შეცვლიან ადამიანების ცხოვრების სტილს, ადამიანები შეძლებენ თავიანთი ყოველდღიურობის უფრო მარტივად და იოლად მართვას.

უამრავი სხვადასხვა დანიშნულებს ეკრანი და ზედაპირი ყველგან- კედელზე, მაგიდაზე, თქვენს დევაისზე, საკრედიტო ბარათზე, გაზეთზე, რომელსაც ყოველდღიურად ყიდულობთ და ყოველთვის- სამსახურში, სკოლაში , სახლში, სავადმყოფოში, ბანკში, სასტუმროში, გართობისას, დასვენებისას, სამუშაოს ან სწავლის დროს.. დღეის გადასახედიდან, შეიძლება ეს იდეა ცოტათი უტოპიურად გამოიყურებოდეს, მაგრამ არც ისე ირეალურია..

განაგრძე კითხვა >>

Notebook Estar Canova dual-head

ორმაგი თაჩ ეკრანიანი ნოუთბუქი Canova, შექმნილია იტალიელი დიზაინერების მიერ, იდეის რეალობად ქცევა კი ამერიკულმა კომპანია Estar-მა გადაწყვიტა. ამ ნოუთბუქის კონცეფცია ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა მილანელი დიზაინერთა ჯგუფის (V12) მიერ. ახლა კი  ამერიკელების დახმარებით მას საშუალება მიეცა ფრთები შეესხა და რეალობად ქცეულიყო.. წარმოიდგინე ნოუთბუქი რომელშიც ყველაფერს ერთდროულად აკეთებ: მუსიკას გამიქსავ და თან ხატავ, ერთ ეკრანზე-ინტერნეტში ხარ და მეორეზე- შენი საყვარელ თამაშს თამაშობ.

იმისათვის რომ ამერიკულმა ESTAR-მა თავის მიზანს მიაღწიოს, და შექმნას სრულყოფილი და დახვეწილი ნოუთბუქი, ის იყენებს საუკეთესო მასალას  როგორიცაა ფოლადი, ABS (Acrylonitrile butadiene styrene ) და ალუმინი, ESTAR-ს  ამ პროექტამდე  შექმნილი აქვს   ორმაგ-ეკრანიანი ნოუთბუქი VU DC15-2,, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ასე რომ იმედია Canova-ც სულ მალე გამოვა ისეთი სახით როგორც Estar გვპირდება…

იხილეთ სურათები სრულად….

განაგრძე კითხვა >>

Dell Latitude XT2 multi-touch tablet

Dell-მა ახლახანს გამოუშვა დაპირებული Latitude XT2 – მეორე თაობა   tablet PC-ისა. ესაა  ახალი ვერსია  მულტი-თაჩ მხარდჭერით და უამრავი განახლებებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ მრავალი მოქმედება ხელის ერთი მოძრაობით- სქროლი, ზუმი, სურათები, ბრაუზერი, ამ ყველაფრის გამოყენება უფრო იოლი და სახალისოა. 12.1-ინჩიანი (1,280 x 800) ეკრანი, 2.5-სმ სისქე, 11-საათიანი ბატარეა ,DDR3 მხსიერება (მაქსიმალური  5გბ).

Dell -ის ფასი 2,399 დოლარია , რასაც განაპირობებს  1.4GHz Core 2 Duo, 1გბ მეხსიერება, 80გბ  ჰარდ დრაივი და გარე მედია bay ,ოპტიკური ან მეორე hard drive-სათვის, აგრეთვე  1.4GHz პროცესორი, ისევე როგორც 120გბ.  მბრუნავი ან 128გბ. მდგრადი  drive-ი.

•    1.4GHz Intel Core 2 Duo ULV SU9400 პროცესორი  Montevina ჩიფსეტით.
•    ინტელის GMA 4500MHD გრაფიკა.
•    Windows Vista Ultimate.
•    12.1-ინჩი LED  მძლავრი  touch-screen.
•    EM Digitizer კალამი.
•    დაახლოებით  5გბ of DDR3 1066MHz (1×1GB, 1×4GB DIMM).
•     120გბ  5400RPM SATA disk  ან  128გბ  SSD.
•    802.11a/g/n WiFi და gigabit Ethernet.
•    SATA ODD.
•    eSATA, 2x USB 2.0, firewire, და ExpressCard 54 slot.

დაახლოებით 2.54 სანტიმეტრის სისქე და პატარა მოცულობა  ძალიან მოსახერხებელი და მოქნილია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას, Latitude XT2 საკმაოდ მსუბუქიცაა, და რაც ყველაზე საინტერესოა შესაძლებელია  ეკრანის 180 გრ.-ით შემობრუნება..

განაგრძე კითხვა >>

Paul Hoc მხატვარი მანქანა


Paul Hoc- ის  შემქმნელები  კრეატიული ჯგუფი  Objetgraphik- ია. Paul Hoc მხატვარი მანქანაა, რომელიც ისე მოძრაობს როგორც  მოციგურავე ყინულზე..,   Paul Hoc  არაა რობოტი , და არც პრინტერი , ის უბრალოდ მოციგურავეს გავს რომელიც მოქმედებს კონკრეტული გეგმის მიხედვით. ის დადის ქაღალდზე და ზედ აღბეჭდავს მის მიძრაობებს. Paul Hoc  ექსპერიმენტული ნამუშევარია რომელიც Saint Etienne International design biennial- ზე იყო წარდგენილი.
მიუხედავად Paul Hoc -ის დიდი მონდომებისა  ის მსოფლიოში ყველაზე კარგი მხატვარი  მაინც ვერაა  ) , რადგან მოძრაობები ცოტა უზუსტო და არამყარია. მიუხედავად  ამ ნაკლოვანებებისა  მისი  ნახელავის  ყურება მაინც სასიამოვნო და  სახალისოა.  Paul Hoc -ს ნამუშევრები თანამედროვეობისა და ხელოვნების საინტერესო ნაზავია..

განაგრძე კითხვა >>

Emperor Workstation

ეს მოწყობილობა ალბათ იმპერატორ პალპატინეს სამეფო ტახტს გაგონებთ ვარსკვლავური ომებიდან:-)
Novelquest Emperor-ი კარგად აღჭურვილი გასართობი workstation სისტემაა, სამი მონიტორით, მოსახერხებელი Recaro სავარძელი სპეციალური სავენტილაციო სისტემით, მრავალი კომუნიკაციური მოწყობილობებითა და სპექტრული ნათებით.

მაინც რა არის მასში უცხო და განსაკუთრებული? 3 სინქრონული 1280 x 1024( 19″) LCD მონიორი,  LCD თაჩ-სქრინ  კონტროლ პანელი,რომელიც არეგულირებს სავარძლის პოზიციებს, განათებას, ჰაერის მიმოქცვას, ხმის განაწილების აკუსტიკას.

ის აგრეთვე შესანიშნავი და შეუცვლელია თამაშების მოყვარულთათვის – NVIDIA Quadro FX 1600M 512მბ TurboCache, TV Tuner-ი, 2.60 Ghz Intel Core 2 Duo T9300 პროცესორი, 4 გბ DDR2 მეხსიერება და Blu-ray drive-ი. მისი საწყისი ფასი $40,000-ია.




Desktop-Laptop Desk

დიზაინის  ცნება და  მისი საწყისი,  დიზაინერის  წარმოსახვასა და რეალობის აღქმის თავისებურებაზეა დამოკიდებული, თუმცა მისი რეალობად ქცევა და პრაქტიკული განხორციელება საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით ირეალურიად   კი ისეთი იდეა გვეჩვენება,  რომელიც ჩვენთვის სრულიად უცხო კონცეფციაზეა აგებული, სწორედ ასეთივე უცხო გამოგონებას წარმოადგენს Samsung-ის ახალი კონცეფტუალური ლეპტოპი. სადაც  ლეპტოპი და მაგიდა ერთმანეთში  საინტერესოდაა ინტეგრირებული და  ერთიან სივრცეს შესანიშნავად ავსებენ, იდეა მართლაც უცნაურია თუმცა ამავდროულად საკმაოდ კრეატიულიც….

desktop

HP-ის TouchSmart IQ800 სერია

HP-მ გამოუშვა  ახალი თაობის TouchSmart IQ800-ის სერია, რომელსაც გააჩნია ორი მოდელი IQ816 და  IQ804. მათ შორის მხოლოდ მცირე და უმნიშვნელო განსხვავებაა. TouchSmart IQ800-ს   ოცდაექვს ინჩიანი (1920 X 1200)   სენსორული თაჩ-სქრინ მონიტორი აქვს, რითაც ის ყველაზე მეტად იბყრობს ჩვენს ყურადღებას, განსაკუთრებით სახალისო კი ფოტო გალერეის დათვალიერებაა . აღსანიშნავი და ყველაზე მთავარი ფაქტი ის არის, რომ პროცესორი მონიტორშია  ჩამონტაჟებული.მას ასევე აქვს TV tuner-ი, რითაც შესაძლებელია სატელევიზიო არხების ყურება. მისი ფასი – 1,899 დოლარია.
HP
HP