iPhone 3GS

Apple-ის დეველოპერებმა WWDC-ზე (Worldwide Developers Conference 2009)  ახალი iPhone წარმოადგინეს. iPhone3GS – რომელსაც ყველა ასე სულმოუთქმელად ელოდა. 3GS გარეგნულად ძალიან გავს iPhone 3G-ს, ანუ შეიძლება ითქვას რომ Apple-მა გარეგნული მხარე უცვლელად დატოვა.ძირითადი ყურადღება კი მაინც მის მეტად ფუნქციონალობასა და ახალ iPhone OS 3.0 სისტემაზეა გადატანილი.

ამჯერად სახეზეა 3 მეგაპიქსელიანი კამერა, ავტოფოკუსით და ფერთა ავტომატური ბალანსით. აგრეთვე ვიდეო 640 x 480 30 ფრეიმით ყოველ წამში, ვოდეოს დაედითება და ამოჭრა მულტი თაჩ კონტროლით.
3GS-ს დაემატა კიდევ ერთი შესანიშნავი ფუნქცია (Voice Control), ანუ ტელეფონის ნომრის წარმოთქმის შემდეგ iPhone იმეორებს ჩვენს სიტყვებს და რეკავს შესაბამის ნომერზე. იგივე ფუნქციით შეიძლება გავიგოთ თუ რა სიმღერას ვუსმენთ, ვინ არის სიღერის ავტორი, ალბომის დასახელება და ა.შ. ეს ფუნქცია iPod Shuffle-ის მომხმარებლებისათვის კარგადაა ცნობილი.

კიდევ ერთი მისასალმებელი ფაქტი, გაუმჯობესებული ბატარეის ხანგრძლივობაა. iPhone 3GS-ზე უკვე 9 საათი WiFi, რაც 3საათით მეტია 3G-ზე, 10 საათი ვიდეოს ხანგრძლივობა- 3 საათით მეტი 3G-ზე და 30 სააათი აუდიო playback 24-ის ნაცვლად.ეფლი iPhone 3GS-ის სხვადასხვა მოდელებს გვთავაზობს განსხვავბულ ფასად: 32გიგაბაიტი – $299. 16გბ. – $199. 8გიგაბაიტიანი iPhone 3G კი 99 დოლარად. ეს გრანდიოზული სეილი 19 ივნისიდან დაიწყება.
განაგრძე კითხვა >>>

“Apple Netbook” – ფანქრით შესრულებული ნახატები

შესანიშნავი ნამუშევარი რომელიც ახალგაზრდა სტუდენტს Kyle Buckner-ს კუთვნის. ეს პროექტი Apple netbook- ის მისეულ ინტერპრეტაციას შეეხება, რომლიც მთლანად ხისგან არის დამზადებული და ფანქრით არის მოხატული.

Kyle Buckner-მ ნეთბუქი მთლანად ხისგან გააკეთა, და ზედაპირი ფანქრით დახატა – კლავიატურა, აიქონები, თრექფადი, Dock-ი, მოკლედ ყველაფერი რასაც გარედან ხედავთ. შედგიც სახეზეა და ავტორს  მშვენიერი გამოუვიდა თავისი ჩანაფიქრი. თითოეული დეტალი მართლაც გულმოდგინებითაა შესრულებული და რეალურის ან 3D ნამუშევრისგან ძნელად თუ გაარჩევ…

განაგრძე კითხვა >>

Mac-ის კონცეპტ მონიტორი

ესაა  OLED მონიტორის ახლებური – მოქნილი,თხელი და  გამჭვირვალე  კონცეპტი. იდეაში OLED მატერიალი  დრეკადია და  შესაძლებელია მისი დახვევა თეთრ სტენდში. ამით საშუალება გვეძლევა მონიორს მივცეთ ისეთი ზომა  და ფორმა როგორიც ჩვენ გვსურს. ამის გარდა სხვა  ისეთი უცნაურობების გაკეთებაც შეგვიძლია, როგორიცაა მაგალითად ამ გამჭვირვალე მონიტორში cd drive-ის განთავსება, ან თუნდაც  უხილავი და კიდევ ერთი  მეტად უცნაური ტექნოლოგია, რომლითაც მონიტორის სადგამ  მერხზე დავინახავთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა თუნდაც ახალი შეტყობინება ჩვენს ელ.ფოსტაში, აგრეთვე უჩვეულოდ მცირე ზომის მაუსი რომლიდანაც უშუალოდ შევძლებთ სურათების შემობრუნებას და გადიდებას..

იდეის ავტორია Mac Funamizu -იაპონელი დიზაინერი ტოკიოდან, როელსაც ძალიან უყვარს apple-ის პროდუქცია, და შესაბამისად მისი კონცეპტ იდეების უმრავლესობაც apple-ს უკავშირდება.  არ მინდა ზედმეტად უხეშად გამომივიდეს ამ კონცეპტის დაგმობა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კონცეფტის სახე უჯობესია რეალური გადაწყვეტასთან და  მის განხორციელებასთან უფრო  ახლოს იყოს, ანუ უკვე უნდა არსებობდეს ის  ძირითადი ბაზური ტექნოლოგია რითაც  მის განხორციელებაა შესაძლებელი. ანუ მოკლედ იმის თქმას ვცდილობ რომ როგორც იდეა არაჩვეულებრივი და ძალიან მაგარია, მაგრამ საკმაოდ შორეული

განაგრძე კითხვა >>

iPod-ის მინი სფიქერი

კორეულმა კომპანიებმა -Buffalo და Kokuyo, შექმნეს ძალიან ორიგინალური  iPod  სფიქერი. ის ძალიან გავს პატარა კამათელს ,ზომით  28 მმ-სიმაღლისა და სიგანისაა. უბრალოდ შეაიერთე ის შენს აიპოდთან  და ხმამაღლა მოუსმინე საყვარელ მუსიკას.  საინტერესოა აგრეთვე ისიც რომ, ხმა შეგიძლია აკონტროლო  ზედა ორი ფერადი წერტილიდან.

ეს მინი სფიქერი თავსებადია iPod classic, iPod mini, iPod 4G და 5G, iPod touch, და  ზოგადად ყველა  iPod-თან გარდა Shuffle-ისა.  შესაძლებელია რამოდენიმე ფერის ყიდვა-  შავი, ლურჯი, მწვანე, წითელი და სტაფილოსფერი. ფასი კი მხოლოდ და მხოლოდ 2660 იენია ანუ $28 US :P

განაგრძე კითხვა >>>

iPhone OS 3.0

Apple-ი iphone-ის გამოშვებიდან დღემდე უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, ამ პოპულარობის მიუხედავად iPhone OS 2.0 -ს საკმაოდ ბევრი ისეთი ნაკლოვანებები აქვს, რომელიც ყველასათვის გულდასაწყვეტი და მიუღებელია. ამის მაგალითია თუნდაც copy, paste ფუნქციის არ ქონა, MMS-ის არარსებობა , Bluetooth-ის არასრულყოფილი მხარდაჭერა და სხვა..

თუმცა რამოდენიმე დღის წინ Apple-მ წარმოადგინა ახალი iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის 3.0 ვერსია. ამჯერად Apple-მა iPhone OS 3.0 სისტემაზე ნამდვილად გამოასწორა ეს შეცდომები.

ეს ის მცირე და ყველაზე სასიცოცხლო ჩამონათვალია იმ 100-მდე ახალი ფუნქციიდან,რაც iPhone OS 3.0 ვერსიაშია შეტანილი:

  • cut/copy/paste- “ამოჭრა/კოპირება/ჩასმა” , რომელიც ეხება არამარტო ტექსტს არამედ სურათებსაც, ასევე Copy-Paste ბრძანების გასაუქმებლად (Undo) ფუნქცია, რომელიც უბრალოდ ტელეფონის შენჯღრევითაა შესაძლებელი
  • MMS მხარდაჭერა
  • Push Notification- რომლითაც მეტად დაიზოგება აკუმულატორის მუხტი
  • Landscape რეჟიმის- ახლაუკვე არამარტო საფარზე  ასევე ნებისმიერ აპლიკაციაზე. შესაბამისად Landscape რეჟიმში გაიზარდა კლავიატურის ზომაც, რომელიც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს წინა ვერსიაზე
  • Bluetooth-ის სრულყოფილი მხარდაჭერა A2DP-ის ჩათვლით
  • Voice Memos – ხმოვანი ჩანაწერები
  • და კიდევ უამრავი განახლებები iPhone-ის ყველაზ პოპულარულ აპლიკაციებზე.

iPhone OS 3.0-ის დეველოპერული ვერსია დღეს უკვე ხელმისაწვდომია, მომხმარებლები კი ოფიციალურად ივნისიდან შეძლებენ ახალი ოპერაციული სისტემით სარგებლობას.

განაგრძე კითხვა-ნახე სურათები და ვიდეოები >>>

ახალი iPod shuffle

11 მარტს  Apple-მა უკვე ოფიციალურად წარმოადგინა  ახალი iPod shuffle- მსოფლიოში ყველაზე პატარა ფლეიერი.  iPod -ის  ზომა  თითქმის განახევრდა,  უფრო გათხელდა, დაიხვეწა და დაემატა  სრულიად ახალი და ძალიან საჭირო ფუნქცია VoiceOver, რომელიც თქვენს აიპოდს საშუალებას მისცემს წარმოთქვას სიმღერის  და ალბომის სათაურები, რაც გაადვილებს თქვენთვის სასურველი სიმღერის და  ალბომის  მოძებნას .

ახალი აიპოდის  სრული კონტროლი ხდება უშუალოდ  ნაუშნიკიდან  და არა  თვით iPod-დან, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ   ახალი iPod shuffle-ს აღარ აქვს არანაირი ღილაკი  და გადამრთველი, რაც გამოწვეულია კიდევ უფრო მარტივი მიზეზით – და ეს მიზეზი მისი ძალიან-ძალიან მცირე ზომაა.   მისი ფორმა და დიზანი მართლაც ბრწყინვალეა,  ალუმინის  პრიალა მასალით დაფარული  ზედაპირი, ძალიან გამძლე და ყოველდღიურობასთან მორგებულია.

წარმოიდგინე  ფლეიერი რომელიც უშუალოდ  გელაპარაკება, გეუბნება სიმღერის სათაურს, ალბომის დასახელებას, მომღერალს, VoiceOver-ით  მას შეუძლია  14 ენაზე საუბარი :P ესაა- ინგლისური ,გერმანული,ჩეხური, ფრანგული, ჰოლანდიური, ბერძნული , იტალიური, იაპონური, ჩინური, პოლონური, პორტუგალიური,ესპანური , შვედური და თურქული. მოკლედ ჩვენს ყოვლისმცოდნე iPod shuffle-ს შეუძლია  ბატარეის  მდგომარეობის  თქმაც, რომელის სიცოცხლის ხანგრძლივობა  10 საათამდეა გაზარდილი.

განაგრძე კითხვა >>>

როგორი უნდა იყოს ახალი Apple iPhone-ი!

სანამ ყველა სულმოუთქმელად ელის ახალი iPhone-ის გამოსვლას , გადავწყვიტე გიჩვენოთ მსოფლიოში 10 საუკეთესო კონცეფტუალური დიზაინის აიფოუნი, რაც კი ოდესმე გამოგონებულა ;)

განაგრძე კითხვა >>

Apple-ის შუშის სავაჭრო ცენტრი

ბრწყინვალედ განათებული მინის უზარმაზარი კუბი -ეს არის მანჰეტენის ნათელი წერტილი ,უზარმაზარი ცათამბჯენების გვერდით ამაყად მდგარი Apple-ის ახალი სავაჭრო ცენტრი და ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. ის მდებარეობს შუა მანჰეტენში, მეხუთე ავენიუზე, 58 და 59 ქუჩებს შორის. მისი უცხო და საინტერესო დიზაინი ყველას ყურაღებას იბყრობს, რაც კომპანიისთვის ძალიან დიდი პიარი და რეკლამაა. ეს მინის კუბი - შენობის მხოლოდ მცირე ნაწილია, კუბის ცენტრიდან მიწის ქვემოთ მინის უზარმაზარი ხვეული კიბე ჩადის, სადაც მდებარეობს მთავარი სავაჭრო ცენტრი. შენობის დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორთა ჯგუფს-Bohlin Cywinski Jackson.

Apples- ს მსოფლიოში სულ 200-ზე მეტი სავაჭრო ცენტრი აქვს, მაგრამ ეს შენობა მათ შორის ყველაზე დიდი და გრანდიოზულია

iPhone-ის მეორედ მოსვლა

როგორც იქნა მოხდა iPhone-ის მეორედ მოსვლა . მისი ახალი ვერსია 2,0 საზოგადოებას უკვე წარუდგინა სტივ ჯობსმა. მაინც რა არის ასეთი ამ ახალ iPhone-ში? ქვემოთ ჩამოთვლილია ის დროული სიახლეები რაც ამ ტექნოლოგიურ საოცრებას ახასიათებს:

  • 3G ქსელის თავსებადობა (ეს ნიშნავს ძალიან, ძალიან სწრაფ ინტერნეტს)
  • წინა ვერსიაზე მძლავრი ელემენტი
  • ახალი,შავი და თეთრი ფერის დისფლეით
  • მეტი მეხსიერება (8GB & 16GB)
  • სრულფასოვანი GPS ( ასე რომ აღარასოდეს დაიკარგებით  :)   )

iphone

iphone

iphone

iphone

11ივნისიდან ეფელმა დაიწყო ძალიან დიდი ფასდაკლება!!!!!, ახლა უკვე 8 გიგაბაიტიანი iphone- ის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ 199 დოლარად , 16 გბ-ის კი 299დოლარად.ეს აქცია ვრცელდება ევროპაში, ამერიკასა და აზიის რამოდენიმე ქვეყანაში,( საქართველოს ეს არ მგონია ეხებოდეს )

Mac OS -ის ახალი თაობა -Snow Leopard

Apple -მა ბევრი გააკვირვა იმით ,რომ მან დღეს-10 ივნისს ყველასგან მოულოდნელად მოახდინა ოპერაციული სისტემა Mac OS X 10.6-ის ახალი ვერსის პრეზენტაცია , რომელსაც ასე ქვია-Snow Leopard (ზამთრის ლეოპარდი).

snow leopard

მიუხედავად ასეთი არარეალური სახელწოდებისა, Apple დაპირდა თავის მომხმარებელს ,რომ მათ ძალიან დიდ სიურპრიზს გაუკეთებს .სტივ ჯობსის თქმით Snow Leopard-ს ექნება 16 ტერაბაიტი მეხსიერება (დიახ სწორედ ტერაბაიტი), ის აგრეთვე დაგვპირდა რომ საგრძნობლად გააუმჯობესებს მედია საშუალებებს, მათ შორის Quick Time player-საც.

Posted in apple. 1 Comment »

Apple-ის Platinum ipod Nano

Apple-მა გამოუშვა ipod-ის 8 გიგაბიტიანი მესამე თაობის ipod Nano. უფრო ფართო და დიდი შესაძლებლობებით.მისი დიზაინი დიდად არ შეცვლილა და კვლავ იგივე დარჩა, წინა ნაწილი ალუმინის გარსითაა დაფარული , ხოლო უკანა მხარე პრიალა მეტალია. მაგრამ მაინც რა განსხვავებაა წინა და ამ ახალ ვერსიას შორის?

ipod nano

უნდა აღინიშნოს რომ ბოლო ვერსიაში უფრო დახვეწილი დიზაინია , და ზედაპირი დაფარულია უფრო ძვირადღირებული მეტალით ,რაც ipod-ს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას და გლამურობას ანიჭებს♥ ,რითაც იბყრობს მილიონობით ადამიანის გულს, :*

ipod nano

თავდაპირველად ამ ipod-ის ღირებულება 825 ამერიკული დოლარი იყო თუმცა ახლა მისი ფასი 180-ს გაუტოლდა