Android G2, the HTC Magic

HTC და Google ერთად მიდიან სრულყოფილებისაკენ და ამ სრულყოფილების ახალი საფეხური Android G2 ტელეფონია, რომლის მეორე სახელწოდებაა HTC Magic. გუგლის და HTC -ის პირველი თანამშრომლობის შედეგი Android G1 იყო, რომელმაც საკმაოდ გაგვიცრუა იმედი , რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით G2-ზე.  HTC Magic ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია . უფრო მეტად გლუვი, თხელი, მსუბუქი, ლამაზი და მოხდენილი.

დახვეწილ  დიზაინთან ერთად  გაიზარდა მისი შესაძლებლობებიც. გაუმჯობესდა გუგლის დამატებები- ელ.ფოსტა, ძიება და რუკები. ეს ყველაფერი გაუმჯობესებული შესძლებლობებით  შენს ხელის გულზეა Android G2 ტელეფონის სახით. ყველაზე მეტად თვალშისაცემია ისიც რომ HTC Magic-ის დახმარებით უფრო გაადვილდება  ვიდეო და აუდიო მასალებთან შენი ურთიერთობა – ვიდეოს ელ.ფოსტით, ან MMS-ით გაგზავნა, შენი ვიდეოს YouTube-ზე ატვირთვა პირდაპირ  ტელეფონიდან, Android G2 -ზე დამატებით კიდევ შეგიძლია  დააყენო უამრავი პროგრამა, აპლიკაცია და თამაში. Android G2 ნამდვილი მაგიური ნივთია თავისი საუცხოო მედია  და გასართობი საშუალებებით.

ეს მისთვის ვისაც უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ Android G2-ის შესაძლებლობები:

•   პროცესორი -  Qualcomm® MSM7201a™, 528 MHz
•  ოპერაციული სისტემა -  Android
•    მეხსიერება – ROM: 512 მბ. RAM: 192 მბ.
•    ზომები -   113 x 55 x 13.65 მმ. ( 4.45 x 2.17 x 0.54 ინჩი)
•   წონა - 118.5 გრამი ( 4.18 უნცია) ბატარეასთან ერთად.
•    ეკრანი -  3.2-ინჩი  TFT-LCD ბრტყელი მგრძნობიარე ეკრანი 320×480 HVGA გაფართოებით.
•    ქსელი - HSDPA/WCDMA: 900/2100 MHz, Up to 2 Mbps up-link and 7.2 Mbps down-link speeds
•    Quad-band GSM/GPRS/EDGE: 850/900/1800/1900 MHz
•    GPS -  შიდა GPS ანტენა.
•    კავშირი -  Bluetooth® 2.0  და Wi-Fi®: IEEE 802.11 b/g HTC ExtUSB™
•    კამერა – 3.2 მეგაპიქსელი ავტოფოკუსით
•    აუდიო ფორმატების მხარდაჭერა -   AAC, AAC+, AMR-NB, MP3, WMA, WAV, AAC-LC, MIDI, OGG
•    ვიდეო ფორმატების მხარდაჭერა -  MP4, 3GP
•    საუბრის ხანრძლივობა -  400 წუთი WCDMA-ზე, 450 წუთი GSM-ზე
•   AC ადაპტერი ძაბვის  სიხშირის გასაკონტრილებლად : 100 ~ 240V AC, 47/63 Hz
•    DC ძალის ადაპტერები: 5V და 1A.
•    სპეციალური  G-სენსორები
•   ციფრული კომპასი

განაგრძე კითხვა >>