
Amazon-მა სულ ახლახანს გამოუშვა Kindle-ის განახლებული Kindle 2 ვესია- ელექტრონული წიგნების წასაკითხი მოწყობილობა, რომელიც ორიენტირებულია იმისკენ რომ, რაც შეიძლება ნაკლებად დატვირთო თვალები და ელექტრონული წიგნის კითხვა უფრო სასიამოვნო მოვლენად იქცეს თქვენს ყოველდღიურობაში. მისი განსაკუთრებობა ისაა რომ არის ძალიან მოსახერხებელი, თხელი,კომპაქტური და რაც მთავარია ძალიან გამოსადეგი ნივთი, მისთვის ვისაც წიგნის კითხვა უყვარს. Kindle-თ შეგვიძლია არამარტო წიგნების, არამედ გაზეთების ჟურნალების და ბლოგების კითხვაც.ის ოფიციალურად გაყიდვაში 24 თებერვალს გამოჩნდება amazon.con-ზე.
განახლებები რაც Amazon-მა დაამატა:
თხელი : დაახლოებით 8.3 მილიმეტრი, უფრო თხელი ვიდრე რომელიმე გაზეთი.
მსუბუქი : 289 გრამი , მსუბუქი ვიდრე რომელიმე წიგნი.
Wireless: 3G ვაიერლესი, რომელიც საშუალებას გაძლევს გადმოწერო წიგნები, ნებისმიერ დროსა და ნებისნიერ ადგილას.
გაუმჯობესებული ეკრანი: ეფექტი იმისა, თითქოს ნამდვილ ქაღალდზე კითხულობ; ტექსტისა და სურათის გარჩევადობა უფრო გასუფთავებულია.
დიდი სიმძლავრის ბატარეა: 25%-ით უფრო მძლავრი ვიდრე წინა ვერსია; დატენვის გარეში შეგიძლია იკითხო რამოდენიმე დღეის განმავლობაში.
მეტი მეხსიერება : რამდენი წიგნიც გსურთ იმდენი მოათავსეთ მასში; დაახლოებით 1,500 წიგნს დაიტევს სწრაფი გვერდების გადამრთველი:20%-ით უფრო სწრაფი ვიდრე წინა ვერსია.
უსაზღვრო არჩევანი : თან მოყვენა დაახლოებით 230,000 წიგნი, პლუს ჟურნალები გაზეთები და ბლოგების კითხვის შესაძლებლობაც.
წიგნები უფრო დაბალ ფასად : New York Times-ის Best Seller-ები $9.99-ად, მეტს ვერც ისურვებდით.








