Vivace – Music Computer

იდეის ავტორები არიან კორეელი დიზაინერები Young-Shin Lee და Hae-Jin Jung. Vivace-ს იდეა მდგომარეობს კომპიუტერში რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტის ფუნქციებს ითავსებს. ავტორებმა მას One Person Band უწოდეს , რადგან ის ერთდროულად უამრავ ფუნქციას ასრულებს: მუსიკი შექმნა, ჩაწერა, შესწორება, სხვადასხვა ეფექტების დადება, მძლავრი ეკვალაიზერი, ინტერნეტ კავშირი და თაჩ-ინტერფეისი. ყველაფერი ძალიან საინტერსოდ ჟღერს მაგრამ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. ამ ჯერზე ავტორები მხოლოდ და მხოლოდ ესკიზებს გვთავაზობენ, ისინი იმედოვნებენ რომ მომავალში Vivace პროფესიონალი და მოყვარული მუსიკოსების, განუყოფელი და საყვარელი ინსტრუმენტი გახდება.
ამ ჯერზე კი მხოლოდ და მხოლოდ სურათებს გთავაზობთ:
განაგრძე კითხვა >>

Zune HD microsoft- ის მედია ფლეიერი

Microsoft-ი Zune HD-ის გამოშვებას აპირებს, რომელიც  Zune MP3 ფლეიერების  ახალი   შემდგომი  ეტაპია. ძირითადი ესკიზები,ფორმები  დამუშავებული და უკვე შექმნილია.  ფართე თაჩ-ეკრანიანი  Zune HD    სავარაუდოდ  ასე გამოიყურება – განიერი ალუმინისა და შუშის კორპუსით.

Zune პორტატული მედია ფლეიერი (PMP) Microsoft-ისთვის ალბათ ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს  Apple’s iPod Touch-ის პოპულარობის შემდეგ. Microsoft რატომღაც ძალიან აგვიანებს ახალი ნაბიჯის გადადგმას და არც ცდილობს ამის რაიმე ფაქტით ახსნას. იმედია Zune HD-ის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი უფრო ნათელი გახდება და  PC-ს გულშემატკივრებს უმედობის საბაბიც არ მიეცემათ ;) . შეგახსენებთ რომ  Zune mp3  ფლეიერების რამოდენიმე ტიპი არსებობს , ესენია – Zune 4გბ, Zune 8, Zune 16, Zune 80, Zune 120გბ.

Zune HD აღჭურვილი იქნება Nvidia ჩიფსეტით, რომელიც უზრუნველყოფს 720p ვიდეოსა და  მაღალ 3D ეფექტს, ამით Zune HD  შესაძლოა HTC Touch HD და  Samsung OmniaHD-საც კი მიუახლოვდეს თავისი HD ხარისხით.

განაგრძე კითხვა >>

TENORI-ON 21-ე საუკუნის სრულიად ახალი ინსტრუმენტი

მედია  დიზაინერმა Toshio Iwai-მ   Yamaha-სთან  ერთად შექმნა 21 საუკუნის სრულიად ახალი ინსტრუმენტი, ესაა TENORI-ON,  16 X 16 LED  ზედაპირი რომელითაც საუცხოო მელოდიების შექმნა შეგვიძლია.
TENORI-ON შესანიშნავია არა მარტო  dj-სთვის არამედ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც, ამ ინსტრუმენტით საინტერესო  და ხარისხიანი მელოდიებისა და მიქსების შექმნაა შესაძლებელი.

ინსტრუმენტში  ერთადაა გაერთიანებულია  შიდა კონტროლერი და ზედაპირი. მელოდის შექმნა ხდება LED ღილაკებით და  ნათებით რომელსაც ისინი წარმოქმნიან, რაც მრავალრიცხოვან და დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს რაც შეიძლება ადვილად გარდავქმნათ ჩვენი ფანტაზია რეალობად.
TENORI-ON უზრუნველყოფს ექვსი სახის ხმისა და სინათლის ტონალობას, აგრეთვე  შესაძლებელია მათი გაერთიანება უფრო მდიდარი და დახვეწილი  მუსიკის შესაქმნელად.

ეს ტონალობებია:
Score Mode
Random Mode
Draw Mode
Bounce Mode
Push Mode
Solo Mode

მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი კომპოზიციის შენახვა შესაძლებელია SD Memory კარტაზეც,  ამ ინსტრუმენტის ფასი $1200-ია.