“Apple Netbook” – ფანქრით შესრულებული ნახატები

შესანიშნავი ნამუშევარი რომელიც ახალგაზრდა სტუდენტს Kyle Buckner-ს კუთვნის. ეს პროექტი Apple netbook- ის მისეულ ინტერპრეტაციას შეეხება, რომლიც მთლანად ხისგან არის დამზადებული და ფანქრით არის მოხატული.

Kyle Buckner-მ ნეთბუქი მთლანად ხისგან გააკეთა, და ზედაპირი ფანქრით დახატა – კლავიატურა, აიქონები, თრექფადი, Dock-ი, მოკლედ ყველაფერი რასაც გარედან ხედავთ. შედგიც სახეზეა და ავტორს  მშვენიერი გამოუვიდა თავისი ჩანაფიქრი. თითოეული დეტალი მართლაც გულმოდგინებითაა შესრულებული და რეალურის ან 3D ნამუშევრისგან ძნელად თუ გაარჩევ…

განაგრძე კითხვა >>

MID-Mobile internet device კონცეპტი

MID (Mobile internet device ) სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება და  ახალი  იდეები მოკლე დროში უხვად  ჩნდება. ზოგადად Mobile internet device-ის  ფუნქცია და მთავარი დანიშნულება პორტატულობა  და გამარტივებული ბრაუზინგია. ანუ ინტერნეტთან წვდომა რაც შეიძლება მოსახერხებელ პირობებში,  საჭირო დროსა და ნებისმიერ ადგილას. ამჯერად კი გთავაზობთ მობილურ ინტერნეტ დევაისის ერთ-ერთ საინტერსო იდეას. დამპროექტებელი და ავტორია-Jan Rytir,რომელიც მცირე ზომას , განიერ და ფართო OLED თაჩსქრინს უთავსებს.

დივაისის ზომა იქნება  180 x 80 x 20 მმ.  აღჭურვილი  ინტელის ატომ პროცესორით, აგრეთვე ქვედა კიდეზე განთავსებული შვიდი სხვადასხვაფერის შორთკატით, კიდევ შესანიშნავი 47 ღილაკიანი QWERTY კლავიატურა, სადაც ჩამონტაჯებული იქნება სტერეო სფიქერი,  აგრეთვე ექნება ისეთი აუცილებელი ატრიბუტები როგორიცაა USB პორტი და SD კარტის რიდერი, wireless კავშირი და აუდიო I/O სლოტი. ყველა კონცეპტი და ახალი იდეა თამამი და ზედმეტად მკვეხარაა :) , მაგრამ ვფიქრობ რომ  ეს  შემთხვევა  რეალობასთან უფრო ახლოსაა..

განაგრძე კითხვა >>

ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტო შოუ – I ნაწილი


საერთაშორისო ავტო-შოუ  რომელიც ნიუ-იორკში იმართება, რამოდენიმე დღის წინ დაიწყო და 19 აპრილს დაიხურება.  ავტო გამოფენაზე მსხვილი და ყველასთვის ცნობილი ბრენდები ნაკლებად ჩანდნენ, ამის მიზიზად შოუს და გიგანტი კომპანიის წარმომადგენლებმა ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული მათი  ფუნანსური მდგომარეობა დაასახელეს. მიუხედავად ამისა ყველაფერმა მაინც ბრწყინვალედ და უნაკლოდ ჩაიარა.

ამ წლის ჩვენება  მთლანად  განსხვავებული იყო არამარტო ცნობილი ბრენდების არასრული დასწრების გამო, არამედ იმითაც რომ შოუ  სრულიად სხვა კუთხით წარმართა. ძირითადად წარმოდგენილი იყო კონცეპტ ავტომობილების ნაკრები .Toyota Scion iQ -  რომელიც ახირებულ და უცნაურ იდეად ჩათვალეს, Mitsubishi  iMiev რომელიც მზის სხივებს სავარაუდოდ 2012 წლიდან იხილავს, ნაჩვენები იქნა აგრეთვე  სხვა  საინტერესო კონცეფტ ავტომობილებიც- Hyundai Nuvis Hybrid, Segway PUMA,  Hybrid Technologies EVII (which looks like EVIL if you squint ),  Chevy Volt, Toyota  FT-EV, Volvo concept, VOLKSVAGEN Blue sport,  Hyundai Nuvis,  2010 Spyker C8 Aileron, 2011 Jeep Grand Cherokee  და სხვები …

მიმოხილვა:

განაგრძე კითხვა >>>

Zune HD microsoft- ის მედია ფლეიერი

Microsoft-ი Zune HD-ის გამოშვებას აპირებს, რომელიც  Zune MP3 ფლეიერების  ახალი   შემდგომი  ეტაპია. ძირითადი ესკიზები,ფორმები  დამუშავებული და უკვე შექმნილია.  ფართე თაჩ-ეკრანიანი  Zune HD    სავარაუდოდ  ასე გამოიყურება – განიერი ალუმინისა და შუშის კორპუსით.

Zune პორტატული მედია ფლეიერი (PMP) Microsoft-ისთვის ალბათ ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს  Apple’s iPod Touch-ის პოპულარობის შემდეგ. Microsoft რატომღაც ძალიან აგვიანებს ახალი ნაბიჯის გადადგმას და არც ცდილობს ამის რაიმე ფაქტით ახსნას. იმედია Zune HD-ის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი უფრო ნათელი გახდება და  PC-ს გულშემატკივრებს უმედობის საბაბიც არ მიეცემათ ;) . შეგახსენებთ რომ  Zune mp3  ფლეიერების რამოდენიმე ტიპი არსებობს , ესენია – Zune 4გბ, Zune 8, Zune 16, Zune 80, Zune 120გბ.

Zune HD აღჭურვილი იქნება Nvidia ჩიფსეტით, რომელიც უზრუნველყოფს 720p ვიდეოსა და  მაღალ 3D ეფექტს, ამით Zune HD  შესაძლოა HTC Touch HD და  Samsung OmniaHD-საც კი მიუახლოვდეს თავისი HD ხარისხით.

განაგრძე კითხვა >>

Mac-ის კონცეპტ მონიტორი

ესაა  OLED მონიტორის ახლებური – მოქნილი,თხელი და  გამჭვირვალე  კონცეპტი. იდეაში OLED მატერიალი  დრეკადია და  შესაძლებელია მისი დახვევა თეთრ სტენდში. ამით საშუალება გვეძლევა მონიორს მივცეთ ისეთი ზომა  და ფორმა როგორიც ჩვენ გვსურს. ამის გარდა სხვა  ისეთი უცნაურობების გაკეთებაც შეგვიძლია, როგორიცაა მაგალითად ამ გამჭვირვალე მონიტორში cd drive-ის განთავსება, ან თუნდაც  უხილავი და კიდევ ერთი  მეტად უცნაური ტექნოლოგია, რომლითაც მონიტორის სადგამ  მერხზე დავინახავთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა თუნდაც ახალი შეტყობინება ჩვენს ელ.ფოსტაში, აგრეთვე უჩვეულოდ მცირე ზომის მაუსი რომლიდანაც უშუალოდ შევძლებთ სურათების შემობრუნებას და გადიდებას..

იდეის ავტორია Mac Funamizu -იაპონელი დიზაინერი ტოკიოდან, როელსაც ძალიან უყვარს apple-ის პროდუქცია, და შესაბამისად მისი კონცეპტ იდეების უმრავლესობაც apple-ს უკავშირდება.  არ მინდა ზედმეტად უხეშად გამომივიდეს ამ კონცეპტის დაგმობა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კონცეფტის სახე უჯობესია რეალური გადაწყვეტასთან და  მის განხორციელებასთან უფრო  ახლოს იყოს, ანუ უკვე უნდა არსებობდეს ის  ძირითადი ბაზური ტექნოლოგია რითაც  მის განხორციელებაა შესაძლებელი. ანუ მოკლედ იმის თქმას ვცდილობ რომ როგორც იდეა არაჩვეულებრივი და ძალიან მაგარია, მაგრამ საკმაოდ შორეული

განაგრძე კითხვა >>

უცნაური concept ტელეფონი

მობილური ტელეფონი, კამერა, ფლეირი და ზოგადად ყველა გაჯეტი – რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ატარებს, ფუნქციონალობასთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ მთავარ   მოთხოვნას- უნდა იყოს აუცილებლად მოხერხებული და ობტიმალური ზომის.

მაგამ აშკარაა რომ ყველა ასე არ ფიქრობს, ადამიანმა სახელად -Tamer Koseli ჩამოაყალიბა, ტელეფონის მისეული კონეფცია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჩვენს მიერ აღქმული მომავლის გაჯეტისგან. ეს ალბათ ყველაზე გრძელი კონცეპტ ტელეფონია რაც კი ოდესმე გვინახავს.  თუმცა  ავტორი გადაჭრით ამტკიცებს რომ მობილური ტელეფონი არის ძირითადი  მულტიმედია გაჯეტი და არა ტრადიციული საშუალება კომუნიკაციისათვის. შესაბამისად ის ქმნის დივაისს რომელიც არც ისე ფუნქციონალური მაგრამ ძალიან საინტერესოა. უცნაურია მაგრამ მას არ გააჩნია არც MP3 ფლეიერი, ვიდეო, და თქვენ წარმოიდგინეთ არც კამერა :| . მიუხედავად ამისა  ეს მარლაც სუპერ გაჯეტია რადგანაც აქვს 2   თაჩსქრინ ზედაპირი. მისი შესაძლებლობებს მთლად ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდი მაგრამ  მაინც საინტერესო რამეა …


განაგრძე კითხვა >>

Dosh-ის საფულე

კომპაქტური, ლამაზი, დახვეწილი და რაც მთავარია  ძალიან მოსახერხებელი-ესა არის Dosh-ის საფულეების ახალი სერია.  საფულე რამდენიმე დანაყოფისგან შედგება, სადაც ცალ-ცალკე  ვინახავთ, ქაღალდის ფულს, კრედიტ-კარტებს, და საბანკო ანგარიშებს, პლიუს მონეტების  ჩასაყრელი პატარა თხელი ყუთი, რომელიც გამჭვირვალეა, რათა  გარედანვე დავითვალოთ ჩვენი  მონეტები.
ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, ორი განსხვავებული ზომის ლითონის საჭერი, რომელიც უფრო უსაფრთხოდ ამაგრებს  ფულსა და საბანკო ანგარიშებს ჩვენს საფულეში.

What I liked:
•    სხვადასხვა ზომები
•    განსხვავებული ფერები
•    მოხერხებულობა
•    წყალგამძლეობა
•    უნიკალური დიზაინი როგორც შიგნთ ასევე გარედან
•    ყველა ტიპის და ასაკის ადამიანისთვის.


განაგრძე კითხვა >>

ყველაზე დიდი ვერტმფრენი


soviet Mil V-12 ვერტმფრენის იდეა ჯერ კიდევ  2005 წელს  ჩამოყალიბდა, დღეს კი ამ იდეის დახვეწა, მისი დაპროექება და აგება ხდება.  მშენებლები და იდეის ავტორები თვლიან რომ ეს იქნება არამარტო  პირველ მფრინავი სასტუმრო, არამედ ყველაზე დიდი შვეულმფრენი მთელს მსოფლიოში.
Hotelicopter-ი იქნება  უზარმაზარი შვეულმფრენი, სადაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება, მასში შევა უამრავი  დაწესებულება სხვადასხვა მომსახურებით, დაწყებული იოგას კლასით და დამთავრებული ჩაის მშვენიერი ბაღით ..
მისი ოფიციალური  ჩვენება 26 ივნისს გაიმართება, სადაც უფრო კონკრეტულად გახდება ცნობილი მგზავრობის ღირებულება და ა.შ.

specification:
სიგრძე -50 მეტრი
სიმაღლე – 19 მ.
მაქსიმალური ტვრთტევადობა- 107990კგ.
მაქსიმაკური  სიჩქარე – 355 კმ/სთ
საშუალო სამგზავრო სიჩქარე -255 კმ/სთ

განაგრძე კითხვა >>

iPod-ის მინი სფიქერი

კორეულმა კომპანიებმა -Buffalo და Kokuyo, შექმნეს ძალიან ორიგინალური  iPod  სფიქერი. ის ძალიან გავს პატარა კამათელს ,ზომით  28 მმ-სიმაღლისა და სიგანისაა. უბრალოდ შეაიერთე ის შენს აიპოდთან  და ხმამაღლა მოუსმინე საყვარელ მუსიკას.  საინტერესოა აგრეთვე ისიც რომ, ხმა შეგიძლია აკონტროლო  ზედა ორი ფერადი წერტილიდან.

ეს მინი სფიქერი თავსებადია iPod classic, iPod mini, iPod 4G და 5G, iPod touch, და  ზოგადად ყველა  iPod-თან გარდა Shuffle-ისა.  შესაძლებელია რამოდენიმე ფერის ყიდვა-  შავი, ლურჯი, მწვანე, წითელი და სტაფილოსფერი. ფასი კი მხოლოდ და მხოლოდ 2660 იენია ანუ $28 US :P

განაგრძე კითხვა >>>

რობოტი გოგონა

დღეს  17 მარტს, იაპონელ  მეცნიერთა  ჯგუფმა- TSUKUBA (Japan) წარმოადგინეს რობოტი გოგონა, რომელიც  მთელი დღის გამნავლობაში დახვეწილი მანერებით,  ამაყად დააბიჯებდა პოდიუმზე.
ეს ამაყი ჰუმანოიდია- პატარა ცხვირით,  ოდნავ წვრილი რათქმაუნდა იაპონელებისთვის დამახასიათებელი თვალებითა და  მშვენიერი  შავი თმით. მის  ასეთ ბუნებრივ მოქმედების უნარი განპირობებულია 42  ტიპის მოძრაობით და მიმიკით.

‘Hello everybody, I am cybernetic human HRP-4C,’- ასე მიესალმა ის მის მედია პრემიერაზე მისულებს ტოკიოს  მაღალი ინდუსტრიული ტექნოლოგიების ნაციონალურ ინსტიტუტში.
მისი მოძრაობები საკმაოდ დახვეწილი და რეალურია, რობოტის სიმაღლე 158 სანტიმეტრია, როგორც ყველა იაპონელი გოგონა 19-დან 29-წლამდე, მაგრამ წონით მათზე გაცილებით ნაკლებია და შეადგენს 43 კილოგრამს თავის ბატარეასთან ერთად.

ვიდეო მართლა  შთამბეჭდავია:

განაგრძე კითხვა >>>

ახალი iPod shuffle

11 მარტს  Apple-მა უკვე ოფიციალურად წარმოადგინა  ახალი iPod shuffle- მსოფლიოში ყველაზე პატარა ფლეიერი.  iPod -ის  ზომა  თითქმის განახევრდა,  უფრო გათხელდა, დაიხვეწა და დაემატა  სრულიად ახალი და ძალიან საჭირო ფუნქცია VoiceOver, რომელიც თქვენს აიპოდს საშუალებას მისცემს წარმოთქვას სიმღერის  და ალბომის სათაურები, რაც გაადვილებს თქვენთვის სასურველი სიმღერის და  ალბომის  მოძებნას .

ახალი აიპოდის  სრული კონტროლი ხდება უშუალოდ  ნაუშნიკიდან  და არა  თვით iPod-დან, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ   ახალი iPod shuffle-ს აღარ აქვს არანაირი ღილაკი  და გადამრთველი, რაც გამოწვეულია კიდევ უფრო მარტივი მიზეზით – და ეს მიზეზი მისი ძალიან-ძალიან მცირე ზომაა.   მისი ფორმა და დიზანი მართლაც ბრწყინვალეა,  ალუმინის  პრიალა მასალით დაფარული  ზედაპირი, ძალიან გამძლე და ყოველდღიურობასთან მორგებულია.

წარმოიდგინე  ფლეიერი რომელიც უშუალოდ  გელაპარაკება, გეუბნება სიმღერის სათაურს, ალბომის დასახელებას, მომღერალს, VoiceOver-ით  მას შეუძლია  14 ენაზე საუბარი :P ესაა- ინგლისური ,გერმანული,ჩეხური, ფრანგული, ჰოლანდიური, ბერძნული , იტალიური, იაპონური, ჩინური, პოლონური, პორტუგალიური,ესპანური , შვედური და თურქული. მოკლედ ჩვენს ყოვლისმცოდნე iPod shuffle-ს შეუძლია  ბატარეის  მდგომარეობის  თქმაც, რომელის სიცოცხლის ხანგრძლივობა  10 საათამდეა გაზარდილი.

განაგრძე კითხვა >>>

USB სამკუთხედი

Art Lebedev სტუდიამ შექმნა  შესანიშნავი ნივთი, რომლიც  USB-ბის პრობლემას მარტივად და  მოხერხებულად მოგიგვარებთ. ალბათ ყველას ქონია პრობლემა იმისა, რომ თქვენს კომპუტერს აღარ აქვს საკმარისი USB პორტი, რათა ერთდროულად  მიაერთოთ თქვენთვის სასურველი ყველა გაჯეტი და მოწყობილობა.  არსებობს ათასნაირი, სხვადასხვა ფერისა და ზომის შესერთებლები, ამის გამო ბევრი იბნევა და სურთ  რაღაც ისეთი რომელიც მარტივად მუშაობს,  მოსახერხებელია და თანაც საკმაოდ ლამაზიც. გამოსავალი კი  ეს სამკუთხედის ფორმის პრიზმაა, სადაც ერთდროულად  რამოდენიმე USB-ს აერთებ.

ნივთი  ძალიან ლამაზი და კრეატიულია, თანაც   Pink Floyd-ს გვაგონებს , და სინათლის სხივის გარდატეხას გამოხატავს  შვიდ ძირითად ფერად.
პრიზმაში  ერთდროულად შეგიძლია  მიაეროთ  7 USB ანუ გამოიყენოთ შესაბამისი დანიშნულების მიხედვით და პლიუს  გაახალისოთ თქვენი ინტერიერი

განაგრძე კითხვა >>