“Apple Netbook” – ფანქრით შესრულებული ნახატები

შესანიშნავი ნამუშევარი რომელიც ახალგაზრდა სტუდენტს Kyle Buckner-ს კუთვნის. ეს პროექტი Apple netbook- ის მისეულ ინტერპრეტაციას შეეხება, რომლიც მთლანად ხისგან არის დამზადებული და ფანქრით არის მოხატული.

Kyle Buckner-მ ნეთბუქი მთლანად ხისგან გააკეთა, და ზედაპირი ფანქრით დახატა – კლავიატურა, აიქონები, თრექფადი, Dock-ი, მოკლედ ყველაფერი რასაც გარედან ხედავთ. შედგიც სახეზეა და ავტორს  მშვენიერი გამოუვიდა თავისი ჩანაფიქრი. თითოეული დეტალი მართლაც გულმოდგინებითაა შესრულებული და რეალურის ან 3D ნამუშევრისგან ძნელად თუ გაარჩევ…

განაგრძე კითხვა >>

Mac-ის კონცეპტ მონიტორი

ესაა  OLED მონიტორის ახლებური – მოქნილი,თხელი და  გამჭვირვალე  კონცეპტი. იდეაში OLED მატერიალი  დრეკადია და  შესაძლებელია მისი დახვევა თეთრ სტენდში. ამით საშუალება გვეძლევა მონიორს მივცეთ ისეთი ზომა  და ფორმა როგორიც ჩვენ გვსურს. ამის გარდა სხვა  ისეთი უცნაურობების გაკეთებაც შეგვიძლია, როგორიცაა მაგალითად ამ გამჭვირვალე მონიტორში cd drive-ის განთავსება, ან თუნდაც  უხილავი და კიდევ ერთი  მეტად უცნაური ტექნოლოგია, რომლითაც მონიტორის სადგამ  მერხზე დავინახავთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა თუნდაც ახალი შეტყობინება ჩვენს ელ.ფოსტაში, აგრეთვე უჩვეულოდ მცირე ზომის მაუსი რომლიდანაც უშუალოდ შევძლებთ სურათების შემობრუნებას და გადიდებას..

იდეის ავტორია Mac Funamizu -იაპონელი დიზაინერი ტოკიოდან, როელსაც ძალიან უყვარს apple-ის პროდუქცია, და შესაბამისად მისი კონცეპტ იდეების უმრავლესობაც apple-ს უკავშირდება.  არ მინდა ზედმეტად უხეშად გამომივიდეს ამ კონცეპტის დაგმობა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კონცეფტის სახე უჯობესია რეალური გადაწყვეტასთან და  მის განხორციელებასთან უფრო  ახლოს იყოს, ანუ უკვე უნდა არსებობდეს ის  ძირითადი ბაზური ტექნოლოგია რითაც  მის განხორციელებაა შესაძლებელი. ანუ მოკლედ იმის თქმას ვცდილობ რომ როგორც იდეა არაჩვეულებრივი და ძალიან მაგარია, მაგრამ საკმაოდ შორეული

განაგრძე კითხვა >>

Dosh-ის საფულე

კომპაქტური, ლამაზი, დახვეწილი და რაც მთავარია  ძალიან მოსახერხებელი-ესა არის Dosh-ის საფულეების ახალი სერია.  საფულე რამდენიმე დანაყოფისგან შედგება, სადაც ცალ-ცალკე  ვინახავთ, ქაღალდის ფულს, კრედიტ-კარტებს, და საბანკო ანგარიშებს, პლიუს მონეტების  ჩასაყრელი პატარა თხელი ყუთი, რომელიც გამჭვირვალეა, რათა  გარედანვე დავითვალოთ ჩვენი  მონეტები.
ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, ორი განსხვავებული ზომის ლითონის საჭერი, რომელიც უფრო უსაფრთხოდ ამაგრებს  ფულსა და საბანკო ანგარიშებს ჩვენს საფულეში.

What I liked:
•    სხვადასხვა ზომები
•    განსხვავებული ფერები
•    მოხერხებულობა
•    წყალგამძლეობა
•    უნიკალური დიზაინი როგორც შიგნთ ასევე გარედან
•    ყველა ტიპის და ასაკის ადამიანისთვის.


განაგრძე კითხვა >>

USB სამკუთხედი

Art Lebedev სტუდიამ შექმნა  შესანიშნავი ნივთი, რომლიც  USB-ბის პრობლემას მარტივად და  მოხერხებულად მოგიგვარებთ. ალბათ ყველას ქონია პრობლემა იმისა, რომ თქვენს კომპუტერს აღარ აქვს საკმარისი USB პორტი, რათა ერთდროულად  მიაერთოთ თქვენთვის სასურველი ყველა გაჯეტი და მოწყობილობა.  არსებობს ათასნაირი, სხვადასხვა ფერისა და ზომის შესერთებლები, ამის გამო ბევრი იბნევა და სურთ  რაღაც ისეთი რომელიც მარტივად მუშაობს,  მოსახერხებელია და თანაც საკმაოდ ლამაზიც. გამოსავალი კი  ეს სამკუთხედის ფორმის პრიზმაა, სადაც ერთდროულად  რამოდენიმე USB-ს აერთებ.

ნივთი  ძალიან ლამაზი და კრეატიულია, თანაც   Pink Floyd-ს გვაგონებს , და სინათლის სხივის გარდატეხას გამოხატავს  შვიდ ძირითად ფერად.
პრიზმაში  ერთდროულად შეგიძლია  მიაეროთ  7 USB ანუ გამოიყენოთ შესაბამისი დანიშნულების მიხედვით და პლიუს  გაახალისოთ თქვენი ინტერიერი

განაგრძე კითხვა >>

ისრაელი და პალესტინა ერთ მიწაზე

არქიტექტორს სახელად- Viktor Ramos-ს თავში შესანიშნავი იდეა მოუვიდა, რითაც ის მარტივად  გეგმავს ისრაელ- პალესტინის დაპირისპირების მოგვარებას. რაში მდგომარეობს ეს მისი იდეა ? .. სასტიკი, პირქუში,  ნახევრადდანგრეული კედლების და გვირაბების ნაცვლად, ის აპირებს ააშეენოს  მოდერნიზებული, უზარმაზარი ხიდის ტიპის შენობა, რომელიც ორი  ერთმანეთისგან იზოლირებული განაკვეთისგან იქნება აგებული. ეს იქნება უზარმაზარ  ტერიტორიაზე და დიდ მაშტაბზე აშენებული ნაგებობა, სადაც  დაპირისპირებული  ხალხები მშვიდობიანად  და იზოლირებილად თანაცხოვრებას შეძლებენ.

Viktor Ramos-ის ეს კონცეფცია  მარტივი და  ძალიან ჭკვიანურია,  ისრაელ- პალესტინის   უზარმაზარი სადავო ტერიტორია შესაძლებელია ორივე მხარისთვის ხელსაყრელი გახდეს , როგორც საცხოვრბელი ტერიტორიით, ასევე ადამიანების, ცხოველების  გადაადგილებითა  და ტვირთის გადაზიდვით  ტერიტორიის ერთი ნაწილიდან მეორეში.

შესაძლებელია  არქიტექტორებმა ისრაელის და პალესტინის თანარსებობა მშვიდობიანი გახადონ?..  ნამდვილად უცნაური იდეაა -ორი  ერთმანეთთან  მტრულად განწყობილი ერის არსებობა ერთ მიწაზე( კიარადა  ერთ ცაზე:))..

განაგრძე კითხვა >>

ახალი სამყაროს იდეა Microsoft-სგან

ალბათ ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება ჩვენი სამყარო რამოდენიმე ათეული, ან ასეული წლის შემდეგ.. როგორი იქნება ზოგადად ჩვენი ცხოვრება, რა შეიცვლება და რა დარჩება იგივე..

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Microsoft-იდან ცდილობენ , რადგანაც ფიქრობენ რომ მათზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ისინი თვილიან რომ, ახალი ტექნოლოგიებით რადიკალურად შეცვლიან ადამიანების ცხოვრების სტილს, ადამიანები შეძლებენ თავიანთი ყოველდღიურობის უფრო მარტივად და იოლად მართვას.

უამრავი სხვადასხვა დანიშნულებს ეკრანი და ზედაპირი ყველგან- კედელზე, მაგიდაზე, თქვენს დევაისზე, საკრედიტო ბარათზე, გაზეთზე, რომელსაც ყოველდღიურად ყიდულობთ და ყოველთვის- სამსახურში, სკოლაში , სახლში, სავადმყოფოში, ბანკში, სასტუმროში, გართობისას, დასვენებისას, სამუშაოს ან სწავლის დროს.. დღეის გადასახედიდან, შეიძლება ეს იდეა ცოტათი უტოპიურად გამოიყურებოდეს, მაგრამ არც ისე ირეალურია..

განაგრძე კითხვა >>

როგორი უნდა იყოს ახალი Apple iPhone-ი!

სანამ ყველა სულმოუთქმელად ელის ახალი iPhone-ის გამოსვლას , გადავწყვიტე გიჩვენოთ მსოფლიოში 10 საუკეთესო კონცეფტუალური დიზაინის აიფოუნი, რაც კი ოდესმე გამოგონებულა ;)

განაგრძე კითხვა >>

Desktop-Laptop Desk

დიზაინის  ცნება და  მისი საწყისი,  დიზაინერის  წარმოსახვასა და რეალობის აღქმის თავისებურებაზეა დამოკიდებული, თუმცა მისი რეალობად ქცევა და პრაქტიკული განხორციელება საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით ირეალურიად   კი ისეთი იდეა გვეჩვენება,  რომელიც ჩვენთვის სრულიად უცხო კონცეფციაზეა აგებული, სწორედ ასეთივე უცხო გამოგონებას წარმოადგენს Samsung-ის ახალი კონცეფტუალური ლეპტოპი. სადაც  ლეპტოპი და მაგიდა ერთმანეთში  საინტერესოდაა ინტეგრირებული და  ერთიან სივრცეს შესანიშნავად ავსებენ, იდეა მართლაც უცნაურია თუმცა ამავდროულად საკმაოდ კრეატიულიც….

desktop

BMW GINA

BMW  GINA -ესაა ახალი, ნოვაციური გამოგონება და ავტომობილების  სრულიად ახალი ერა. რადიკალურად განსხვავებული განზომილება , მაქსიმალურად დახვეწილი და თითქმის იდეალს  მიმსგავსებული.

ახალი დიზაინი, მასალა და რაც მთავარია მოქნილობა . მეტალს აქ ვერსად ნახავთ, რადგან ზედაპირი დაფარულია ტექსტილის მკვრივი ქსოვილით, რომელიც გადაჭიმულია ნახშირბად ბოჭკოვან ღერძებზე , თუმცა ამის მიუხედავად ავტომობილს მაინც შეუძლია ფორმის შეცვლა. ესაა კრეატიული და  მართლაც მომხიბვლელი დიზაინი

როტერდამის კუბი

შენობა  დაპროექტებულია  კომპანია-Office for Metropolitan Architecture (OMA)-ს  მიერ. მისი დაპროექტებისას დიზაინერებმა და არქიტექტორებმა  მიმართეს ყველასთვის უკვე ცნობილ და გამოცდილ კონცეფციას , რომლითაც არაეთი ცნობილი ნაგებობაა აგებული( მათ შორის არის   ჩვენთვის უკვე ნაცნობი Apple-ის სავაჭრო ცენტრი NY-ში). დიზაინერები ცდილობენ  ხაზი გაუსვან  დიდ, უსასრულო  წარმოსახვით სივრცეს და განათების შთამბეჭდავ განაწილებას .

ეს შენობა  როტერდამის ცენტრში აიგება, მშენებლობა 2011 წლისთვის დაიწყება და საბოლოო სახეს  2013 წელს მიიღებს…

Apple-ის შუშის სავაჭრო ცენტრი

ბრწყინვალედ განათებული მინის უზარმაზარი კუბი -ეს არის მანჰეტენის ნათელი წერტილი ,უზარმაზარი ცათამბჯენების გვერდით ამაყად მდგარი Apple-ის ახალი სავაჭრო ცენტრი და ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. ის მდებარეობს შუა მანჰეტენში, მეხუთე ავენიუზე, 58 და 59 ქუჩებს შორის. მისი უცხო და საინტერესო დიზაინი ყველას ყურაღებას იბყრობს, რაც კომპანიისთვის ძალიან დიდი პიარი და რეკლამაა. ეს მინის კუბი - შენობის მხოლოდ მცირე ნაწილია, კუბის ცენტრიდან მიწის ქვემოთ მინის უზარმაზარი ხვეული კიბე ჩადის, სადაც მდებარეობს მთავარი სავაჭრო ცენტრი. შენობის დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორთა ჯგუფს-Bohlin Cywinski Jackson.

Apples- ს მსოფლიოში სულ 200-ზე მეტი სავაჭრო ცენტრი აქვს, მაგრამ ეს შენობა მათ შორის ყველაზე დიდი და გრანდიოზულია

ყვავილის ქოთნის ახალი მოდელი:)))

სათაური სასაცილოდ ჟღერს მაგრამ, სინამდვილეში ესაა ნოვაციური გამოგონება , რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ამავდროულად მეტად საჭირო რამაა, იმისათვის რომ თესლიდან მცენარემ ადვილად შეძლოს გაზრდა და განვითარება ქოთანი დაყოფილია რამოდენიმე შრედ. მცენარის ზრდასთან ერთად შიდა შრეები იშლება და ქოთანი ფართოვდება, ასე რომ სრულიად თავისუფლადაა შესაძლებელი თქვენი საყვარელი მცენარე მუდმივად ერთ ქოთანში ამყოფოდ , ყოველგვარი გადარგვის გარეშე. ;)

flower