ყველაზე დიდი ვერტმფრენი


soviet Mil V-12 ვერტმფრენის იდეა ჯერ კიდევ  2005 წელს  ჩამოყალიბდა, დღეს კი ამ იდეის დახვეწა, მისი დაპროექება და აგება ხდება.  მშენებლები და იდეის ავტორები თვლიან რომ ეს იქნება არამარტო  პირველ მფრინავი სასტუმრო, არამედ ყველაზე დიდი შვეულმფრენი მთელს მსოფლიოში.
Hotelicopter-ი იქნება  უზარმაზარი შვეულმფრენი, სადაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება, მასში შევა უამრავი  დაწესებულება სხვადასხვა მომსახურებით, დაწყებული იოგას კლასით და დამთავრებული ჩაის მშვენიერი ბაღით ..
მისი ოფიციალური  ჩვენება 26 ივნისს გაიმართება, სადაც უფრო კონკრეტულად გახდება ცნობილი მგზავრობის ღირებულება და ა.შ.

specification:
სიგრძე -50 მეტრი
სიმაღლე – 19 მ.
მაქსიმალური ტვრთტევადობა- 107990კგ.
მაქსიმაკური  სიჩქარე – 355 კმ/სთ
საშუალო სამგზავრო სიჩქარე -255 კმ/სთ

განაგრძე კითხვა >>

ტაქტიკური კომპიუტერი

AXON-ის  ეს ტაქტიკური, საბრძოლო  მოწყობილობა  წესრიგის დამცველებსა და პოლიციას ნამდვილად გამოადგებათ  დამნაშავეებთან ბრძოლაში.   გაჯეტი  უზრუნველყობს აუდიო და ვიდეო მასალების სწრაფ და მინიმალურ დროში შეგროვებას.

ესაა მინი კომპიუტერი, რომელიც  პოლიცელისათვის ისეთივე  ყოველდღიურ  საჭირო ნივთს  უნდა წარმოადგენდეს, როგორიცაა იარაღი.  ის შედგება რამოდენიმე ნაწილიგან: ესაა HEADCAM, რომელიც ჩვეულებრივ ყურთასმენს  გავს. მისი საშუალებით პოლიციელს  კამერით შეუძლია დაინახოს და გაიგოს  ყველაფერი რაც ხდება მის გარშემო 360 გრადუსით, ხედვის სრული სპექტრით.

მეორეა  ATC – AXON TACTICAL COMPUTER, PDA-ს ტიპის გაჯეტი,   LCD ეკრანითა და  ლინუქსის ოპერაციული სისტემით.  მისი საშუალებით  ხდება ვიდეო და აუდიო მასალის  ჩაწერა რასაც  ყურთასმენი აფიქსირებს, და  მესამე SYNAPSE ETM – Evidence Transfer Manager, რითაც  თითის ერთ  დაჭერით  წამიერად  ხდება მონაცემთა ბაზაში ამ ინფორმაციის გაგზავნა და შენახვა, შემდგომ კი ამ კომპრომატებით სასამართლო იხელმძღვანელებს რეალური დამნაშავის ვინაობაის დასადგენად  და სწორი განაჩენის გამოსატანად.

განაგრძე კითხვა >>>

ისრაელი და პალესტინა ერთ მიწაზე

არქიტექტორს სახელად- Viktor Ramos-ს თავში შესანიშნავი იდეა მოუვიდა, რითაც ის მარტივად  გეგმავს ისრაელ- პალესტინის დაპირისპირების მოგვარებას. რაში მდგომარეობს ეს მისი იდეა ? .. სასტიკი, პირქუში,  ნახევრადდანგრეული კედლების და გვირაბების ნაცვლად, ის აპირებს ააშეენოს  მოდერნიზებული, უზარმაზარი ხიდის ტიპის შენობა, რომელიც ორი  ერთმანეთისგან იზოლირებული განაკვეთისგან იქნება აგებული. ეს იქნება უზარმაზარ  ტერიტორიაზე და დიდ მაშტაბზე აშენებული ნაგებობა, სადაც  დაპირისპირებული  ხალხები მშვიდობიანად  და იზოლირებილად თანაცხოვრებას შეძლებენ.

Viktor Ramos-ის ეს კონცეფცია  მარტივი და  ძალიან ჭკვიანურია,  ისრაელ- პალესტინის   უზარმაზარი სადავო ტერიტორია შესაძლებელია ორივე მხარისთვის ხელსაყრელი გახდეს , როგორც საცხოვრბელი ტერიტორიით, ასევე ადამიანების, ცხოველების  გადაადგილებითა  და ტვირთის გადაზიდვით  ტერიტორიის ერთი ნაწილიდან მეორეში.

შესაძლებელია  არქიტექტორებმა ისრაელის და პალესტინის თანარსებობა მშვიდობიანი გახადონ?..  ნამდვილად უცნაური იდეაა -ორი  ერთმანეთთან  მტრულად განწყობილი ერის არსებობა ერთ მიწაზე( კიარადა  ერთ ცაზე:))..

განაგრძე კითხვა >>

ახალი სამყაროს იდეა Microsoft-სგან

ალბათ ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება ჩვენი სამყარო რამოდენიმე ათეული, ან ასეული წლის შემდეგ.. როგორი იქნება ზოგადად ჩვენი ცხოვრება, რა შეიცვლება და რა დარჩება იგივე..

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Microsoft-იდან ცდილობენ , რადგანაც ფიქრობენ რომ მათზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ისინი თვილიან რომ, ახალი ტექნოლოგიებით რადიკალურად შეცვლიან ადამიანების ცხოვრების სტილს, ადამიანები შეძლებენ თავიანთი ყოველდღიურობის უფრო მარტივად და იოლად მართვას.

უამრავი სხვადასხვა დანიშნულებს ეკრანი და ზედაპირი ყველგან- კედელზე, მაგიდაზე, თქვენს დევაისზე, საკრედიტო ბარათზე, გაზეთზე, რომელსაც ყოველდღიურად ყიდულობთ და ყოველთვის- სამსახურში, სკოლაში , სახლში, სავადმყოფოში, ბანკში, სასტუმროში, გართობისას, დასვენებისას, სამუშაოს ან სწავლის დროს.. დღეის გადასახედიდან, შეიძლება ეს იდეა ცოტათი უტოპიურად გამოიყურებოდეს, მაგრამ არც ისე ირეალურია..

განაგრძე კითხვა >>

როტერდამის კუბი

შენობა  დაპროექტებულია  კომპანია-Office for Metropolitan Architecture (OMA)-ს  მიერ. მისი დაპროექტებისას დიზაინერებმა და არქიტექტორებმა  მიმართეს ყველასთვის უკვე ცნობილ და გამოცდილ კონცეფციას , რომლითაც არაეთი ცნობილი ნაგებობაა აგებული( მათ შორის არის   ჩვენთვის უკვე ნაცნობი Apple-ის სავაჭრო ცენტრი NY-ში). დიზაინერები ცდილობენ  ხაზი გაუსვან  დიდ, უსასრულო  წარმოსახვით სივრცეს და განათების შთამბეჭდავ განაწილებას .

ეს შენობა  როტერდამის ცენტრში აიგება, მშენებლობა 2011 წლისთვის დაიწყება და საბოლოო სახეს  2013 წელს მიიღებს…

Tokyo sky tree – მსოფლიოში სიმაღლით მეორე თაუერი

Tokyo sky tree – ასე ქვია მსოფლიოში სიმაღლით მეორე შენობას რომელიც ტოკიოს ცენტრში შენდება. პროექტი სავარაუდოდ 2011 წლის ივნისს დასრულება. ეს იქნება 610 მეტრის ერთიანი , მყარი მეტალის კონსტრუქცია. საინტერესოა რამდენად გაუძლებს ეს შენობა ისეთ ხშირ და მძლავრ მიწისძვრებს როგორიც იაპონიაშია, თუმცა არქიტექტორები დაჟინებით ამბობენ რომ მიწისძვრა არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან შენობის საძირკველიდან მიწის სიღრმეში ბეტონის 5 სვეტი ჩაუყვება -რაც შენობის მდგრადობის გარანტია.

თაუერი 555 მილიონ დოლარადაა შეფასებული, შენობის ზედა ნაწილში რამოდენიმე რესტორანი და სატელევიზიო სადგური იქნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა განთავსდება ძირითად ნაწილში…

Apple-ის შუშის სავაჭრო ცენტრი

ბრწყინვალედ განათებული მინის უზარმაზარი კუბი -ეს არის მანჰეტენის ნათელი წერტილი ,უზარმაზარი ცათამბჯენების გვერდით ამაყად მდგარი Apple-ის ახალი სავაჭრო ცენტრი და ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. ის მდებარეობს შუა მანჰეტენში, მეხუთე ავენიუზე, 58 და 59 ქუჩებს შორის. მისი უცხო და საინტერესო დიზაინი ყველას ყურაღებას იბყრობს, რაც კომპანიისთვის ძალიან დიდი პიარი და რეკლამაა. ეს მინის კუბი - შენობის მხოლოდ მცირე ნაწილია, კუბის ცენტრიდან მიწის ქვემოთ მინის უზარმაზარი ხვეული კიბე ჩადის, სადაც მდებარეობს მთავარი სავაჭრო ცენტრი. შენობის დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორთა ჯგუფს-Bohlin Cywinski Jackson.

Apples- ს მსოფლიოში სულ 200-ზე მეტი სავაჭრო ცენტრი აქვს, მაგრამ ეს შენობა მათ შორის ყველაზე დიდი და გრანდიოზულია