ნიუ იორკის ავტო შოუ დასასრულს მიუახლოვდა, ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ავტო გამოფნაზე ბევრი საინტერესო და ახალი იდეა იყო ნაჩვენები, რომლიც მოწონებული იქნა თითქმის მთელი საზოგადოების მიერ. გამოფნაზე კონცეპტ ავტომობილების საკმაო როდენობა შეიმჩეოდა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ავტომობილების II- ნაწილს : მიმოხილვა:
საერთაშორისო ავტო-შოუ რომელიც ნიუ-იორკში იმართება, რამოდენიმე დღის წინ დაიწყო და 19 აპრილს დაიხურება. ავტო გამოფენაზე მსხვილი და ყველასთვის ცნობილი ბრენდები ნაკლებად ჩანდნენ, ამის მიზიზად შოუს და გიგანტი კომპანიის წარმომადგენლებმა ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული მათი ფუნანსური მდგომარეობა დაასახელეს. მიუხედავად ამისა ყველაფერმა მაინც ბრწყინვალედ და უნაკლოდ ჩაიარა.
ამ წლის ჩვენება მთლანად განსხვავებული იყო არამარტო ცნობილი ბრენდების არასრული დასწრების გამო, არამედ იმითაც რომ შოუ სრულიად სხვა კუთხით წარმართა. ძირითადად წარმოდგენილი იყო კონცეპტ ავტომობილების ნაკრები .Toyota Scion iQ - რომელიც ახირებულ და უცნაურ იდეად ჩათვალეს, Mitsubishi iMiev რომელიც მზის სხივებს სავარაუდოდ 2012 წლიდან იხილავს, ნაჩვენები იქნა აგრეთვე სხვა საინტერესო კონცეფტ ავტომობილებიც- Hyundai Nuvis Hybrid, Segway PUMA, Hybrid Technologies EVII (which looks like EVIL if you squint ), Chevy Volt, Toyota FT-EV, Volvo concept, VOLKSVAGEN Blue sport, Hyundai Nuvis, 2010 Spyker C8 Aileron, 2011 Jeep Grand Cherokee და სხვები …
Microsoft-ი Zune HD-ის გამოშვებას აპირებს, რომელიც Zune MP3 ფლეიერების ახალი შემდგომი ეტაპია. ძირითადი ესკიზები,ფორმები დამუშავებული და უკვე შექმნილია. ფართე თაჩ-ეკრანიანი Zune HD სავარაუდოდ ასე გამოიყურება – განიერი ალუმინისა და შუშის კორპუსით.
Zune პორტატული მედია ფლეიერი (PMP) Microsoft-ისთვის ალბათ ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს Apple’s iPod Touch-ის პოპულარობის შემდეგ. Microsoft რატომღაც ძალიან აგვიანებს ახალი ნაბიჯის გადადგმას და არც ცდილობს ამის რაიმე ფაქტით ახსნას. იმედია Zune HD-ის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი უფრო ნათელი გახდება და PC-ს გულშემატკივრებს უმედობის საბაბიც არ მიეცემათ . შეგახსენებთ რომ Zune mp3 ფლეიერების რამოდენიმე ტიპი არსებობს , ესენია – Zune 4გბ, Zune 8, Zune 16, Zune 80, Zune 120გბ.
Zune HD აღჭურვილი იქნება Nvidia ჩიფსეტით, რომელიც უზრუნველყოფს 720p ვიდეოსა და მაღალ 3D ეფექტს, ამით Zune HD შესაძლოა HTC Touch HD და Samsung OmniaHD-საც კი მიუახლოვდეს თავისი HD ხარისხით.
ესაა OLED მონიტორის ახლებური – მოქნილი,თხელი და გამჭვირვალე კონცეპტი. იდეაში OLED მატერიალი დრეკადია და შესაძლებელია მისი დახვევა თეთრ სტენდში. ამით საშუალება გვეძლევა მონიორს მივცეთ ისეთი ზომა და ფორმა როგორიც ჩვენ გვსურს. ამის გარდა სხვა ისეთი უცნაურობების გაკეთებაც შეგვიძლია, როგორიცაა მაგალითად ამ გამჭვირვალე მონიტორში cd drive-ის განთავსება, ან თუნდაც უხილავი და კიდევ ერთი მეტად უცნაური ტექნოლოგია, რომლითაც მონიტორის სადგამ მერხზე დავინახავთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა თუნდაც ახალი შეტყობინება ჩვენს ელ.ფოსტაში, აგრეთვე უჩვეულოდ მცირე ზომის მაუსი რომლიდანაც უშუალოდ შევძლებთ სურათების შემობრუნებას და გადიდებას..
იდეის ავტორია Mac Funamizu -იაპონელი დიზაინერი ტოკიოდან, როელსაც ძალიან უყვარს apple-ის პროდუქცია, და შესაბამისად მისი კონცეპტ იდეების უმრავლესობაც apple-ს უკავშირდება. არ მინდა ზედმეტად უხეშად გამომივიდეს ამ კონცეპტის დაგმობა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კონცეფტის სახე უჯობესია რეალური გადაწყვეტასთან და მის განხორციელებასთან უფრო ახლოს იყოს, ანუ უკვე უნდა არსებობდეს ის ძირითადი ბაზური ტექნოლოგია რითაც მის განხორციელებაა შესაძლებელი. ანუ მოკლედ იმის თქმას ვცდილობ რომ როგორც იდეა არაჩვეულებრივი და ძალიან მაგარია, მაგრამ საკმაოდ შორეული…
HTC-მ სულ ახლახანს გამოუშვა კიდევ ერთი Smart ტელეფონი – HTC Snap. Touch Pro2 და Touch Diamond2-ის დიდი წარმატებების შემდეგ ამჯერად HTС-მ გადაწყვიტა Snap-ის სახით რადიკალურად განსხვავებული და რაც შეიძლება მეტად ყოვლდღიური Smartphone-ი შეექმნა ყოველგვარი ზედმეტობების და გართულებისაგან. ის განკუთვნილია უფრო მეტად ფართო მასისთვის, სადაც მარტივი, იოლი და რაც მთავარია სწრაფ კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.
Snap-ი ძალიან მოხერხებული და კომპაქტურია, ფუნქციონირებს Windows Mobile 6.1 სტანდარტის პლატფორმაზე და შესაბამისად აღჭურვილია ყველა თანამედროვე სტანდარტით, მაგრამ ყურადღება მაინც გამახვილებულია ძირითად და სასიცოცხლო ფუნქციებზე, იმეილები, ზარები და სწრაფი მესიჯინგი, რომელიც უზრუნველყოფილია დიდი QWERTY კლავიატურით.
John Wang-მა HTC-ის გაყიდვების მენეჯერმა განაცხადა რომ Snap ეიჩტისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მისიას წარმოადგენდა, რათა შეექმნათ რიგი ინოვაციური სმარტ ტელეფონებისა. თითოეული განსხვავებული სპეციფიკით, ვიწროდ და მკვეთრად შემოიფარგლული ამათუიმ ფუნქციის ირგვლივ. ამით ვცდილობთ ჩვენი -ერთმანეისგან რადიკალურად განსხვავბულ მომხმარებელი მაქსიამლურად დავაკმაყოფილოთ, და შევთავაზოთ ის რაც მათ სურთ”.
HTC Snap ზაფხულის ბოლოს გამოჩნდება HTC S522 -ის სახელით.
პროცესორი -Qualcomm® MSM 7225™, 528 MHz
ოპრაციული სისტემა – Mobile® 6.1
სტანდარტული მეხესიერება – ROM: 256 მბ. RAM: 192 მბ.
გაფართოება -116.5 X 61.5 X 12.0 მმ ( 4.59 X 2.42 X 0.47 ინჩი)
წონა -120 გრამი (4.23 უნცია) ბატარეასთან ერთად
დისპლეი – 2.4-ინჩი TFT-LCD და QVGAრეზოლუცია.
კლავიატურა – 4 რიგანი QWERTY კლავიატურა
GPS- შიდა GPS ანტენა
კავშირი -Bluetooth® 2.0 with Enhanced Data Rate and A2DP for wireless stereo headsets
Wi-Fi®: IEEE 802.11 b/g
HTC ExtUSB™ (11-pin mini-USB 2.0 and audio jack in one)
კამერა – 2.0 მეგაპიქსელი
აუდიო ფორმატების მხარდაჭრა – AAC, AAC+, eAAC+, AMR, AWB, QCP, MP3, WMA, WAV, MIDI
ვიდო ფორმატების მხარდაჭრა – WMV, ASF, MP4, 3GP, 3G2, M4V, AVI
მობილური ტელეფონი, კამერა, ფლეირი და ზოგადად ყველა გაჯეტი – რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ატარებს, ფუნქციონალობასთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას- უნდა იყოს აუცილებლად მოხერხებული და ობტიმალური ზომის.
მაგამ აშკარაა რომ ყველა ასე არ ფიქრობს, ადამიანმა სახელად -Tamer Koseli ჩამოაყალიბა, ტელეფონის მისეული კონეფცია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჩვენს მიერ აღქმული მომავლის გაჯეტისგან. ეს ალბათ ყველაზე გრძელი კონცეპტ ტელეფონია რაც კი ოდესმე გვინახავს. თუმცა ავტორი გადაჭრით ამტკიცებს რომ მობილური ტელეფონი არის ძირითადი მულტიმედია გაჯეტი და არა ტრადიციული საშუალება კომუნიკაციისათვის. შესაბამისად ის ქმნის დივაისს რომელიც არც ისე ფუნქციონალური მაგრამ ძალიან საინტერესოა. უცნაურია მაგრამ მას არ გააჩნია არც MP3 ფლეიერი, ვიდეო, და თქვენ წარმოიდგინეთ არც კამერა . მიუხედავად ამისა ეს მარლაც სუპერ გაჯეტია რადგანაც აქვს 2 თაჩსქრინ ზედაპირი. მისი შესაძლებლობებს მთლად ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდი მაგრამ მაინც საინტერესო რამეა …
კომპაქტური, ლამაზი, დახვეწილი და რაც მთავარია ძალიან მოსახერხებელი-ესა არის Dosh-ის საფულეების ახალი სერია. საფულე რამდენიმე დანაყოფისგან შედგება, სადაც ცალ-ცალკე ვინახავთ, ქაღალდის ფულს, კრედიტ-კარტებს, და საბანკო ანგარიშებს, პლიუს მონეტების ჩასაყრელი პატარა თხელი ყუთი, რომელიც გამჭვირვალეა, რათა გარედანვე დავითვალოთ ჩვენი მონეტები.
ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, ორი განსხვავებული ზომის ლითონის საჭერი, რომელიც უფრო უსაფრთხოდ ამაგრებს ფულსა და საბანკო ანგარიშებს ჩვენს საფულეში.
What I liked:
• სხვადასხვა ზომები
• განსხვავებული ფერები
• მოხერხებულობა
• წყალგამძლეობა
• უნიკალური დიზაინი როგორც შიგნთ ასევე გარედან
• ყველა ტიპის და ასაკის ადამიანისთვის.