ჯაშუში , მკვლელი , მრჩეველი, ფოტოგრაფი და DJ რობოტები

რობოტების ეს სერია მეტია ვიდრე Spykee, რომელიც Cedric Ragot-სგან არის შექმნილი. ესაა საინტერესო, სპეციფიური და განსაკუთრებული გამოგონება ახალი Spykee VOX სერიის რობოტებისა, რომელთაც მრავალი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ. მათი კონტროლი ადამიანის ხმით ან remote-ით ხორციელდება. მათ შეუძლიათ მოძრაობა, მუსიკის დაკვრა, სურათების გადაღება, remote-ით სხვადასხვა  ხელსაწყოების მართვა, ადამიანური ემოციების გამოხატვა(ან უბრალოდ თავიანთი ემოციების).

ესაც მათი აღჭურვილობა:

3 microphones
LCD screen
Made for iPod® dock
Digital music player connection
Obstacle detector
IR sensors
Stereo loudspeakers
2 motors
USB plug
IR remote Control.

Emperor Workstation

ეს მოწყობილობა ალბათ იმპერატორ პალპატინეს სამეფო ტახტს გაგონებთ ვარსკვლავური ომებიდან:-)
Novelquest Emperor-ი კარგად აღჭურვილი გასართობი workstation სისტემაა, სამი მონიტორით, მოსახერხებელი Recaro სავარძელი სპეციალური სავენტილაციო სისტემით, მრავალი კომუნიკაციური მოწყობილობებითა და სპექტრული ნათებით.

მაინც რა არის მასში უცხო და განსაკუთრებული? 3 სინქრონული 1280 x 1024( 19″) LCD მონიორი,  LCD თაჩ-სქრინ  კონტროლ პანელი,რომელიც არეგულირებს სავარძლის პოზიციებს, განათებას, ჰაერის მიმოქცვას, ხმის განაწილების აკუსტიკას.

ის აგრეთვე შესანიშნავი და შეუცვლელია თამაშების მოყვარულთათვის – NVIDIA Quadro FX 1600M 512მბ TurboCache, TV Tuner-ი, 2.60 Ghz Intel Core 2 Duo T9300 პროცესორი, 4 გბ DDR2 მეხსიერება და Blu-ray drive-ი. მისი საწყისი ფასი $40,000-ია.




Desktop-Laptop Desk

დიზაინის  ცნება და  მისი საწყისი,  დიზაინერის  წარმოსახვასა და რეალობის აღქმის თავისებურებაზეა დამოკიდებული, თუმცა მისი რეალობად ქცევა და პრაქტიკული განხორციელება საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით ირეალურიად   კი ისეთი იდეა გვეჩვენება,  რომელიც ჩვენთვის სრულიად უცხო კონცეფციაზეა აგებული, სწორედ ასეთივე უცხო გამოგონებას წარმოადგენს Samsung-ის ახალი კონცეფტუალური ლეპტოპი. სადაც  ლეპტოპი და მაგიდა ერთმანეთში  საინტერესოდაა ინტეგრირებული და  ერთიან სივრცეს შესანიშნავად ავსებენ, იდეა მართლაც უცნაურია თუმცა ამავდროულად საკმაოდ კრეატიულიც….

desktop