HP-მ გამოუშვა ახალი თაობის TouchSmart IQ800-ის სერია, რომელსაც გააჩნია ორი მოდელი IQ816 და IQ804. მათ შორის მხოლოდ მცირე და უმნიშვნელო განსხვავებაა. TouchSmart IQ800-ს ოცდაექვს ინჩიანი (1920 X 1200) სენსორული თაჩ-სქრინ მონიტორი აქვს, რითაც ის ყველაზე მეტად იბყრობს ჩვენს ყურადღებას, განსაკუთრებით სახალისო კი ფოტო გალერეის დათვალიერებაა . აღსანიშნავი და ყველაზე მთავარი ფაქტი ის არის, რომ პროცესორი მონიტორშია ჩამონტაჟებული.მას ასევე აქვს TV tuner-ი, რითაც შესაძლებელია სატელევიზიო არხების ყურება. მისი ფასი – 1,899 დოლარია.





