Sony Ericsson Seesaw Mobile Phone

ახლახანს Sony Ericsson-მა წარადგინა სრულიად ახალი დიზაინის  და შესაძლებლობების მქონე მობილური ტელეფონი. ესაა- Seesaw Mobile Phone, რომლის დიზაინი უილიამ კარსტენს ეკუთვნის.

მაღალკონტრასტული OLED დისპლეი, გლუვი, დახვეწილი ღილაკები,ულტრა თხელი  ზედაპირი, და მთელი რიგი უსაზღვრო შესაძლებლობები. ასევე აღსანიშნავია ტელეფონის უკანა ზედაპირი სადაც პატარა ამოზნექილ  ოთკუთხა ნაწილში კამერა და სასიგნალო სინათლეა ჩამალული.

Seesaw Phone ჯერ არ ჩაშვებულა  Sony Ericsson  ტელეფონების წარმოებაში, რადგან გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ დაუზუსტებელი და დასახვეწია.თუმცა სურათებზე მართლაც ლამაზად და შთამბეჭდავად გამოიყურება :)


Posted in mobile. 2 Comments »

პანდა დათვის ოფიციალური დაკრძალვა

გასულ კვირას ჩინეთს  კიდევ ერთ გამანადგურებელ მიწისძვრა დაატყდა თავს. რამაც ბუნებრივი ნაკრძალ  wolong-ის ყველაზე საყვარელი და ცნობილი  ბინადრის – პანდა დათვის სიცოცხლე შეიწირა.

ცხრა წლის  მაო-მაო გარდაცვლილი იპოვეს ნაკრძალის ღობის ნამტვრევებში რომელიც  მიწისძვრით გამოწვეულმა მეწყერმა დაანგრია, ამ ამბავმა ძალიან დაამწუხრა ყველა და ნაკრძალის  მეპატრონე  Zhang Hemin-მ  გადაწყვითა  მაო-მაოსთვის სათანადო პატივი მიეგოთ.

პანდა   მომვლელებმა  და ნაკრძალში მომუშავე ხალხმა  სპეციალურად მისთვის  განკუთვნილ ხის ყუთში გადაასვენეს, სამ წუთიანი დუმილის შემდეგ კი  დიდი მწუხარებითა და პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას უამრავი  პატარა დაესწრო რომელთაც განსაკუთრებით უყვარდათ მაო-მაო.

ბილ გეითსი Microsoft-იდან წავიდა

2008 წლის 26 ივნისი – ესაა Microsoft-ში William Henry Gates III-ის უკანასკნელი სრული სამუშაო დღე. Microsoft-ში განაცხადეს რომ ეს ფაქტი  არანაირ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ უკავშირდება და რომ კომპანია კვლავინდებური ტემპით გააგრძელებს მუშაობას, წინსვლას   და კვლავაც შეინარჩუნებს სამომხმარებლო ბაზარზე ლიდერობას.

მიუხედავად ყველაფრისა52 წლის William Henry Gates III – ი მაინც რჩება Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორად ,ამიტომ მას მაინც მოუწევს კომპანიაში მისვლა თუნდაც კვირაში 1 დღე. თავის ძირითად დროს,  ფულის ულევ მარაგს :) და დარჩენილ ენერგიას კი მის მიე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს Bill and Melinda Gates Foundation-ს დაუთმობს, რომლის მთავარი მიზანი  ჯანდაცვა და უკიდურესად გაჭირვებულთა დახმარებაა მთელს მსოფლიოში.

გეითსმა კომპანიის ფაქტობრივი მართვა ჯერ კიდევ 2000 წელს გადასცა თავის ძველ პარტნიორს სტივ ბალმერს, შემდგომ კი რაი ოზიე( Ray Ozzie) დაინიშნა გენერალურ დირექტორად.

ბილ გეითსმა Microsoft-ი 33 წლის წინ შეიქმნა თავის მეგობარPaul Allen-თან ერთად,ჯერ  კიდევ ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში,  ესაა ის პერიოდი როდესაც პერსონალრი კომპიუტერი სრულიად ახალი და უცხო ცნება იყო  და ცდილობდა ღირსეული  ადგილი დაემკვიდრებინა სახოგადოებასა და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, დღეს კი მსოფლიოში კომპიუტერების 90%-ზე ოპერაციული სისტემა windows-ი აყენია. კომპანიის სავაჭრო კაპიტალი  260 მილიარდ დოლარს შეადგენს  89,809 დასაქმებული ადამიანით  მსოფლიოს 105 ქვეყანაში.