„ახალი თაობის pc დიზაინი“ და მისი გამარჯვებულები

სულ ახლახანს ჩატარდა შეჯიბრი-„ახალი თაობის პერსინალური კომპიუტერის საუკეთესო დიზაინი” (Next-Gen PC Design competition). გამარჯვება Microsoft-ის Napkin PC-მ მოიპოვა. შეჯიბრის ორგანიზატორებმა და იდეის ავტორებმა პრიზი 20 000 € თავად ბილ გეითსს გადასცეს.

Napkin PC-ის იდეა მდგომარეობს რაში:   napkin -ეს არის თხელი ფურცლის მსგავსი ზედაპირი, რომელსაც ინფორმაცია  გადაცემა კალმთ  რაც ხერხდება radio frequency (RF)-ით ანუ რადიო ტალღების  მეშვეობით.გადაცემული ინფორმაცია შემდგომ პროცესირდება და ხდება მისი ჩვენება napkin-ის ზედაპირზე.

მეორე ადგილზე გავიდა WITHUS, რომლის ძირითადად პატარა  ბავშვებისთვისაა გათვლილი და მათთვის ერთგვარ გონების გასავარჯიშებელის  და საინტერესო ასაწყობ  სათამაშოს და წარმოადგენს.

მესამე ადგილი კი დაიკავა  The Backpacker’s Diary-მ. ეს არის  წიგნის მსგავსი აგებულების ძალიან საჭირო ნივთი მოგზაურთათვის , აქვს შესანიშნავი ფუნქციები როგორიცაა სატელიტური ნავიგაცია(GPS), მედია გადამცემი, და რაც ყველაზე საინტერესოა  მას შეუძლია  მზის ენერგიაზე მუშაობა. ფინალისტთა სიაში მოხვდნენ  ასევე ძალიან საინტერესო გამოგონებები  -  Alphagrip HC, Siafu, და Illusion PC.

BMW GINA

BMW  GINA -ესაა ახალი, ნოვაციური გამოგონება და ავტომობილების  სრულიად ახალი ერა. რადიკალურად განსხვავებული განზომილება , მაქსიმალურად დახვეწილი და თითქმის იდეალს  მიმსგავსებული.

ახალი დიზაინი, მასალა და რაც მთავარია მოქნილობა . მეტალს აქ ვერსად ნახავთ, რადგან ზედაპირი დაფარულია ტექსტილის მკვრივი ქსოვილით, რომელიც გადაჭიმულია ნახშირბად ბოჭკოვან ღერძებზე , თუმცა ამის მიუხედავად ავტომობილს მაინც შეუძლია ფორმის შეცვლა. ესაა კრეატიული და  მართლაც მომხიბვლელი დიზაინი

MySpace-ის ბრძოლა სპამერების წინააღმდეგ -შედეგი 6 მილიონი დოლარი

MySpace-მა სასამართლოში იჩივლა  კომპანია Media Breakaway LLC of Westminster, რომელიც ვებ ვაჭრობითაა დაკავებული,  MySpace -ის წარმომადგენლების თქმით Media Breakaway მათი საიტის  მილიონობით მომხმარებლებში სპამებს ავრცელებდა, რითაც პიარს უწევდა თავის პროდუქციას.

გასულ კვირას კი სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და Media Breakaway-ს 6 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. 4.8 მილიონი მატერიალური ზარალისთვის, 1.2 მილიონი კი  MySpace-ის ადვოკატის გასამრჯელოსათვის.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც  გამარჯვებით სრულება  სპამერების წინააღმდეგ ბრძოლა.2005 წელს Microsoft-საც ქონდა ასეთი შემთხვევა და სასამართლო პროცესით მან 8 მილიონი დოლარი მოიგო.

როტერდამის კუბი

შენობა  დაპროექტებულია  კომპანია-Office for Metropolitan Architecture (OMA)-ს  მიერ. მისი დაპროექტებისას დიზაინერებმა და არქიტექტორებმა  მიმართეს ყველასთვის უკვე ცნობილ და გამოცდილ კონცეფციას , რომლითაც არაეთი ცნობილი ნაგებობაა აგებული( მათ შორის არის   ჩვენთვის უკვე ნაცნობი Apple-ის სავაჭრო ცენტრი NY-ში). დიზაინერები ცდილობენ  ხაზი გაუსვან  დიდ, უსასრულო  წარმოსახვით სივრცეს და განათების შთამბეჭდავ განაწილებას .

ეს შენობა  როტერდამის ცენტრში აიგება, მშენებლობა 2011 წლისთვის დაიწყება და საბოლოო სახეს  2013 წელს მიიღებს…

სერგეი ბრინის კოსმოსური მოგზაურობა

მსოფლიოს უდიდესი კომპანია გუგლის ერთ-ერთი დამფუძნებელი sergey brin-ი კოსმოსური მოგზაურობისთვის ემზადება. რუსი წარმოშობის 34 წლის სერგეი 18 მილიარდი ამერიკული დოლარის მფლობელია. ახლახანს კი ცნობილი გახდა რომ მას გალაქტიკაში გაფრენა გადაუწყვეტავს , რაშიც 5 მილიონ დოლარს იხდის . ფრენას რუსული კოსმოსური ხომალდი „სოიუზი” ახორციელებს , მოლაპარაკებებს რუსეთის მხარესა და გუგლის მილიარდერ მფლობელს შორის ამერიკული კომპანია -Space Adventures აწარმობს, ფრენა სავარაუდოდ 2011 წელს განხორციელდება :)

HTC touch Diamond

HTC touch Diamond- ესაა სმარტ mobile-ების ახალი ერა. შეუმცდარი და კარგად არჩეული სტილი, მოხერხებლი-კომპაქტური ზომა და მომაჯადოვებელი 3 d შეხების ინტერფეისი- სწორედ ესაა რითაც ის ერთი შეხედვით ყველას იზიდავს და ხიბლავს.
-ამით ჩვენ დავიწყეთ მობილურების ევოლუციის ახალი ერა, სადაც ესტეთიური სილამაზე და მძლავრი ტექნიკური მხარე ერთმანეთს კარგადაა შეთავსებული, და სწორედ ესაა უდავო წარმატების გარანტი- აცხადებს HTC-პრეზიდენთი Peter Chou. და მართლაც touch Diamond-ში ბევრი ახალი და დახვეწილი ტექნიკური ნოვაციაა გამოყენებული.
კრიტიკოსების აზრით iphone-ს HTC touch Diamond- ის სახით ძალიან დიდი და სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა…

ძირითადი აღწერა:
ზომა: 102 x 51 x 11.33მმ.
წონა : 110 გრ.
სტანდარტები: WCDMA / HSPA: 900/2100MHz. HSDPA 7.2 Mbps and HSUPA
ოპერაციული სისტემა: Windows Mobile® 6.1 Professional
ეკრანი: 2.8-დიუმი VGA touch screen
პრიცესორის ჩიპი : Qualcomm® MSM 7201ATM 528MHz
კამერა: 3.2MP, ვიდეო ზარი
შიდა მეხსიერება : 4 გბ, 256 მბ და 192 მბ ოპერატიული მეხსიერება
ბლუთუზი: 2.0, EDR-ის მხარდაჭერით
Wireless: WiFi 802.11b/g
სატელიტური ნავიგაცია(GPS): GPS/AGPS
ინტერფეისი: HTC ExtUSBTM(მინი-USB და აუდიო ადაპტერი ერთად; USB 2.0 High-Speed)
ელემენტი: 900 mAh
საუბრის ხანგრძლივობა GSM ქსელში : 4 საათი;
ლოდინის რეჟიმი: GSM: 300 საათი

Posted in mobile. 1 Comment »

Tokyo sky tree – მსოფლიოში სიმაღლით მეორე თაუერი

Tokyo sky tree – ასე ქვია მსოფლიოში სიმაღლით მეორე შენობას რომელიც ტოკიოს ცენტრში შენდება. პროექტი სავარაუდოდ 2011 წლის ივნისს დასრულება. ეს იქნება 610 მეტრის ერთიანი , მყარი მეტალის კონსტრუქცია. საინტერესოა რამდენად გაუძლებს ეს შენობა ისეთ ხშირ და მძლავრ მიწისძვრებს როგორიც იაპონიაშია, თუმცა არქიტექტორები დაჟინებით ამბობენ რომ მიწისძვრა არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან შენობის საძირკველიდან მიწის სიღრმეში ბეტონის 5 სვეტი ჩაუყვება -რაც შენობის მდგრადობის გარანტია.

თაუერი 555 მილიონ დოლარადაა შეფასებული, შენობის ზედა ნაწილში რამოდენიმე რესტორანი და სატელევიზიო სადგური იქნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა განთავსდება ძირითად ნაწილში…

17 ივნისი firefox 3 -ის დღე

Mozilla-ს პროგრამისტებმა უკვე დაასრულეს firefox 3 – ზე მუშაუბა , ბრაუზერის ბეტა ვერსია მილიონამდე ინტერნეტის მომხმარებელმა გადმოწერა, თუმცა სრულფასოვანი ვერსიის გადმოწერა შესაძლებელი გახდება მხოლოდ 17 ივნისიდან. ახალი ვერსია დაიდება ოფიციალურ საიტზე და დაიწყება ბრძოლა პირველობის მოსაპოვებლად. Mozilla-ს წარმომადგენლების თქმით firefox 2 და 3 ვერსიას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, კოდის ოპტიმიზაციის გარდა, მნიშვნელოვნად დაიხვეწა bookmark-ის სისტმა, აგრეთვე ადვილად ხერხდება სესიების შენახვა და შემდგომ ისევ აღდგენა.დაიხვეწა ასევე zoomფუნქცია , ახლა უკვე არა მხოლოდ ტექსტის, არამედ მთლიანი გვერდის გადიდება -დაპატარავებას შეძლებთ.

Firefox 3-ს ძალიან დიდი შანსი აქვს იმისა, რომ დაამყაროს მსოფლიო რეკორდი – როგორც ყველაზე მეტჯერ გადმოწერილმა პროგრამამ გამოსვლიდან 24 საათის განმავლობაში.

ასევე ახლო მომავალში გეგმავს Microsoft-ი Enternet Explorer 8-ის გამოშვებას, თუმცა კრიტიკოსების კეთილგანწყობა მაინც firefox 3-ის მხარეზეა, ვნახოთ რა მოხდება…

Apple-ის შუშის სავაჭრო ცენტრი

ბრწყინვალედ განათებული მინის უზარმაზარი კუბი -ეს არის მანჰეტენის ნათელი წერტილი ,უზარმაზარი ცათამბჯენების გვერდით ამაყად მდგარი Apple-ის ახალი სავაჭრო ცენტრი და ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. ის მდებარეობს შუა მანჰეტენში, მეხუთე ავენიუზე, 58 და 59 ქუჩებს შორის. მისი უცხო და საინტერესო დიზაინი ყველას ყურაღებას იბყრობს, რაც კომპანიისთვის ძალიან დიდი პიარი და რეკლამაა. ეს მინის კუბი - შენობის მხოლოდ მცირე ნაწილია, კუბის ცენტრიდან მიწის ქვემოთ მინის უზარმაზარი ხვეული კიბე ჩადის, სადაც მდებარეობს მთავარი სავაჭრო ცენტრი. შენობის დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორთა ჯგუფს-Bohlin Cywinski Jackson.

Apples- ს მსოფლიოში სულ 200-ზე მეტი სავაჭრო ცენტრი აქვს, მაგრამ ეს შენობა მათ შორის ყველაზე დიდი და გრანდიოზულია

ელექტრონული რვეული

SolidTek DM-L2 DigiMemo digital notepad შესანიშნავი გამოგონებაა, ნებისმიერი სტუდენტისთვის,მოსწავლის, მასწავლებლისა და საერთოდ ყველა პროფესიის ადამიანთათვის .ეს ძალიან საჭირო ნივთია, მათთვის ვისაც სურს ჩვეულებრივ ფურცელზე შესრულებული ნებისმიერი სახის ნაწერის ელექტრონულ ვერსიად გადაქცევა. notepad-ს შეუძლია ყველა სახის ინფორმაციის შენახვა და დამახსოვრება რასაც წერ და ხატავ ეკრანის ზედაპირზე, ის ამ ინფორმაციას ინახავს რამოდენიმე ფორმატში- BMP, JPG,GIF და PNG.

ნაწერის გადატანა კომპიუტერში USB-ს მეშვეობით ხდება , შემდეგ შესაძლებელია მისი imail-ით გაგზავნა, გამოქვეყნება ვებ გვერდზე, დაედითება და ა.შ. -ეს უკვე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. ყველაფერი ხდება ძალიან მარტივად და სწრაფად, რაც ზოგავს თქვენს დროს და ენერგიას ;) .

მისი ფასი amazon.com-ზე 142 დოლარია.

gadget

მოქანდაკე და მხატვარი რობოტი

ეს არის ექვსფეხა რობოტი.მისი ყოველი მოძრაობა სრულყოფილი და დახვეწილია.ეს ყველაფერი ხორციელდება ე.წ CNC კონტროლით,რომელიც ასე იშიფრება -computer numerical control. ეს ნიშნავს იმას რომ მას შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი სახის მოძრაობა, როგორც სიბრტყეზე (x და y ღერძის გასწვრივ) ასევე სივრცეში(x, y და z ღერძებზე).ეს რობოტი მილიმეტრობით სიზუსტით ასრულებს თავის დავალებას ყოველგვარი ხარვეზის გარეშე , მას შეუძლია როგორც ხატვა და წერა , ასევე 3d ნამუშევრების შესრულებაც,

ესეც მისი შემოქმედება :p

robot

ყვავილის ქოთნის ახალი მოდელი:)))

სათაური სასაცილოდ ჟღერს მაგრამ, სინამდვილეში ესაა ნოვაციური გამოგონება , რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ამავდროულად მეტად საჭირო რამაა, იმისათვის რომ თესლიდან მცენარემ ადვილად შეძლოს გაზრდა და განვითარება ქოთანი დაყოფილია რამოდენიმე შრედ. მცენარის ზრდასთან ერთად შიდა შრეები იშლება და ქოთანი ფართოვდება, ასე რომ სრულიად თავისუფლადაა შესაძლებელი თქვენი საყვარელი მცენარე მუდმივად ერთ ქოთანში ამყოფოდ , ყოველგვარი გადარგვის გარეშე. ;)

flower