iPhone 3GS

Apple-ის დეველოპერებმა WWDC-ზე (Worldwide Developers Conference 2009)  ახალი iPhone წარმოადგინეს. iPhone3GS – რომელსაც ყველა ასე სულმოუთქმელად ელოდა. 3GS გარეგნულად ძალიან გავს iPhone 3G-ს, ანუ შეიძლება ითქვას რომ Apple-მა გარეგნული მხარე უცვლელად დატოვა.ძირითადი ყურადღება კი მაინც მის მეტად ფუნქციონალობასა და ახალ iPhone OS 3.0 სისტემაზეა გადატანილი.

ამჯერად სახეზეა 3 მეგაპიქსელიანი კამერა, ავტოფოკუსით და ფერთა ავტომატური ბალანსით. აგრეთვე ვიდეო 640 x 480 30 ფრეიმით ყოველ წამში, ვოდეოს დაედითება და ამოჭრა მულტი თაჩ კონტროლით.
3GS-ს დაემატა კიდევ ერთი შესანიშნავი ფუნქცია (Voice Control), ანუ ტელეფონის ნომრის წარმოთქმის შემდეგ iPhone იმეორებს ჩვენს სიტყვებს და რეკავს შესაბამის ნომერზე. იგივე ფუნქციით შეიძლება გავიგოთ თუ რა სიმღერას ვუსმენთ, ვინ არის სიღერის ავტორი, ალბომის დასახელება და ა.შ. ეს ფუნქცია iPod Shuffle-ის მომხმარებლებისათვის კარგადაა ცნობილი.

კიდევ ერთი მისასალმებელი ფაქტი, გაუმჯობესებული ბატარეის ხანგრძლივობაა. iPhone 3GS-ზე უკვე 9 საათი WiFi, რაც 3საათით მეტია 3G-ზე, 10 საათი ვიდეოს ხანგრძლივობა- 3 საათით მეტი 3G-ზე და 30 სააათი აუდიო playback 24-ის ნაცვლად.ეფლი iPhone 3GS-ის სხვადასხვა მოდელებს გვთავაზობს განსხვავბულ ფასად: 32გიგაბაიტი – $299. 16გბ. – $199. 8გიგაბაიტიანი iPhone 3G კი 99 დოლარად. ეს გრანდიოზული სეილი 19 ივნისიდან დაიწყება.
განაგრძე კითხვა >>>

PSP Go!

ამ კვირას E3 2009 (Electronic Entertainment Expo ) -ზე ლოს-ანჯელესში SONY-მ თავისი ახალი ქმნილების- PlayStation Portable PSP Go-ს გამოშვების შესახებ განაცხადა. ახალი ორიგინალური PSP Go ძველი PSP-გან ვიზუალურად საგრძნობლად განსხვავდება. მიუხედავად ამისა მასზე ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია ყველა ის თამაში და აპლიკაცია, რომელიც PSP-სთვის  თავის დროზე იყო შექმნილი.

PSP Go უფრო პატარა და მსუბუქია, დამატებული შესანიშნავი სლაიდ კონტროლ პანელით. SONY-მ მხარი არ დაუჭირა ერთ დროს საკმაოდ პოპულარულ UMD(Universal Media Disc) ფორმატს, მის სანაცვლოდ კი ფლეშ-მეხსიერებაა გამოყენებული. აღსანიშნავია ისიც რომ ის 43%-ით უფრო მჩატეა, ვიდრე PSP-3000.
PSP Go 3.8-ინჩი ეკრანითაა (იმ დროს როდესაც PSP-ს ყველა წინა ყველა ვერსია 4.3-ინჩია)
შიდა მეხსიერება- 16 გიგაბაიტით და სლოტი კარტებისთვის Memory Stick Micro (M2). PlayStation Network-ის მხარდაჭერა და თავსებადობა სათამაშო კონსოლებთან PlayStation 3. PSP Go-ს დამატებული აქვს აგრეთვე Bluetooth მოდული.

უფრო ნათელი ეკრანი, მცირე წონა, მოხერხებული ზომა, საგრძნობლად გაზრდილი შიდა მეხსიერება, ბლუთუზი და დამატებული სლაიდ კონტროლ პანელი. მიუხედავად ამ სიახლეებისა SONY არ ფიქრობს PSP 3000-ის ჩანაცვლებას PSP Go-თი. ორივე მოდელი სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისთვისაა გათვლილი. ის ვინც ინტერნეტით, ვიდეოთი და სხვა აპლიკაციებით მეტადაა გატაცებული, მათთვის PSP-3000 კვლავ შეუცვლელი იქნება. PSP Go კი გეიმინგისთვისაა უფრო მეტად მოხერხებული.

PSP Go-ს ფასი და გაყიდვის თარიღი უკვე ცნობილია, ის სავარაუდოდ 1 ოქტომბერს გამოჩნდება 250 დოლარად. ჯერ-ჯერობით მხოლოდ აშშ-ში, მოგვიანებით კი ევროპასა და იაპონიაში.
განაგრძე კითხვა >>

HP-ის ნეტბუქების სერია: Mini 1101, Mini 110 და Mini 110 Mi

HP-მ ნეტბუქების ახალი სერია გამოუშვა, სადაც სამ ახალ მოდელს გვთავაზობს- Mini 1101,Mini 110 Mi და Mini 110. 10 ინჩიანი ეკრანი, 1024×600 რეზოლუციითა და LED ბექლაითით. ინტელის ატომ N270 (ან N280) პროცესორით და ინტეგრიგებული ვიდეოკარტით – Intel GMA950.
Mini 110-ზე ოპერაციული სისტემაა Windows XP, 1 გიგაბაიტი RAM და 160გბ. მყარი დისკი(ან 32გბ. SSD). დამატებითი კომპონენტებით- 3G მოდემი და Broadcom Crystal HD Enhanced ვიდეო აქსელერატორი – დამატებითი ჩიპი რომელიც უზრუნველყოფს HD ვიდეოს, მათ შორის 1080p.

Mini 110 Mi – Ubuntu Linux ოპერაციული სისტემით, 2 გბ.RAM, 250გიგაბაიტი სთორიჯით. ორივე მოდელს “Syncables Desktop”-ის მხარდაჭერა აქვს, რითაც უფრო იოლად მოხდება ფაილების, მედია და სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის სინქრონიზაცია.

და ბოლოს HP Mini 1101, რომელიც 110 XP-ის უფრო გართულებილი ფორმაა. შავი ფერის Mini 1101 პირველ ივნისს გამოვა,მისი ფასი $329 იქნება. ასევე შავი, თეთრი და ვარდისფერი Mini 110 XP და Mini 110 Mi  კი ათი ივნისათვის, შესაბამისი ფასებით – $329.99 და $279.99.

განაგრძე კითხვა >>

LG-ს ყველაზე ნათელი 3D LCD ეკრანი


იმ დროს როდესაც პატარა მწარმობელი კომპანიები პირველი 3D TV-ების შექმნას ცდილობენ, LG ტალღასავით დაატყდა თავს და ყველა მიწასთან გაასწორა თავისი ნათელი, სამგანზომილებიანი TV ეკრანით. 23- ინჩიანი LCD დისპლეი უზრუნველყოფს სრულ HD ხარისხს – 1080p (1920 × 1080).
3D ტექნოლოგია ჩვეულებრივ გამოსახულებას სხვადასხვა ნაწილებად ყოფს, რომელსაც ჩვენი გონება და თვალი სამგანზომილებიანად აღიქვამს. სანამ სხავდასხვა სისტემური მახასიათებლები არ დაიხვეწება, LG-სამგანზომილებიანი ეკრანი შეიძლება ვერ აღიქვას იაფ-სტანდარტულმა სათვალეებმა. სწორდ ამ პრობლემის გამო ზუსტად უცნობია როდის გამოვა LG-ს 3D ეკრანი გაყიდვაში.

განაგრძე კითხვა>>

Zune HD

Microsoft-მა ოფიციალურად განაცხადა ახალი მედია ფლეიერის Zune HD-ს გამოშვების შესახებ. რომელიც მაღაზიებში სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოჩნდება. დივაისის ბევრი ტექნიკური სპეციფიკა ჯერ კიდევ გაუხმაურებელია. ვიცით მხოლოდ ის რომ Zune HD აღჭურვილი იქნება 3.3 ინჩიანი OLED 480х272 გაფართოების თაჩ ეკრანით და digital HD რადიოთი. ამის გარდა ახალ დივაისთან ერთად შემოდგომაზე ნაჩვენები იქნება Zune HD-ის ახალი აპლიკაციები და თამაშები. ცნობილია რომ Zune HD ინტეგრირებული იქნება Xbox game კონსოლთან და ონლაინ სერვისთან – Xbox LIVE.

განაგრძე კითხვა >>

QR Code

QR კოდი არის მეტად უცნაური იაპონური სტანდარტი რომელიც შეიქმნა 1994 წელს, იაპონური კორპორაცია Denso-Wave -ის მიერ. “QR” იშიფრება როგორც Quick Response( სწრაფი რეაგირება ), როგორც შემქმნელებმა განიზრახეს კოდი საშუალებას იძლევა რომ ინფორმაცის ამოკითხვა რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოხდეს. ის იაპონიაში ერთ-ერთი პოპულარული ორგანზომილებიანი კოდია , მისი ამოკითხვა კი ხდება მობილური ტელეფონის კამერით.

QR Code-ით დაშიფრვა შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაციის- ჩვეულებრივი ტექსტი(ნებისმერ ენაზე) , URL მისამართები, საკონტაქტო მონაცემები, SMS ან უბრალოდ Phone Numbe. ტელეფონი დაშიფრულ ტექსტს ეკრანზე გიჩვენებს , ვებ-მისამართებსი კი ბრაუზერით ხსნის.
მისი მრავალფუნქციურობის გამო QR კოდები იაპონიაში დატანებულია ყველგან, თითქმის ნებისმიერი სახის პროდუქციაზე- სავიზიტო ბარათებზე, წიგნებზე, ჟურნალებზე, მანქანის დეტალებზე და ა.შ. ტელეფონების უმრავლესობს, განსაკუთრებით კი იაპონიაში QR კოდის მხარდაჭერა გააჩნია.

თუ თქვენს ტელეფონს ბარკოდის სკანერი არ აქვს, მისი დაყენება ძალიან იოლადაა შესაძლებელი. უბრალოდ ტელფონის ბრაუზერიდან შედით ამ მისამართზე: http://www.i-nigma.mobi , სისტემა ავტომატურად იგებს ტელეფონის მოდელს და პროგრამის გადმოწერა ხდება შესაბამისი ტელეფონის მოდელისათვის. კოდის დაგენერირება კი ამ ბმულიდანაა შესაძლებელი : http://qrcode.kaywa.com/. არსებობს Firefox-ის დამატებაც https://addons.mozilla.org/en-US/firefox/addon/2780  რომლის საშუალებითაც შეიძლებელია საიტის მისამართის QR კოდში გადაყვანა.

QR კოდზე ინფორმაციის მაქსიმაულრი ტევადობა:
ციფრები- მაქსიმალური 7,089 სიმბოლო
ასოები – 4,296 სიმბოლო
ბინარული ( 8 ბიტი)- 2,953 ბაიტი.
განაგრძე კითხვა >>

ZEN MX ფლეიერი Creative-სგან

ZEN MX პორტატული მედია აუდიო და ვიდეო ფლეიერია , რომელიც სულ ახლახანს მაისის თვეში გამოჩნდა.Creative-მა ფლეიერის ორი ტიპი გამოუშვა- 8 გბ შიდა მეხსიერებით (ZN-ZMX8G-BK) და 16 გბ-იანი (ZN-ZMX16G-BK).
MX საკმაოდ მოხერხებული და პატარაა. კრედიტ კარტის ზომის ფლეიერი გარეგნულად ძალიან გავს მის წინამორბედ ZEN-ს, თუმცა მისი ფუნქცინალურობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
მისი ზომებია- 83.2 × 55 × 11.9 მმ. წონა-66 გრ. დისპლეი კი 320 × 240, TFT LCD ეკრანით.

მიუხედავად საკმაოდ დიდი ზომის შიდა მეხსიერებისა ZEN MX-ს აქვს აგრეთვე SDHC card სლოტი. ფაილების გადატანა შიდა მეხსიერებიდან SDHC card-ზე კი თავისუფლადაა შესაძლებელი. ZEN Mx-ს აქვს აგრეთვე FM რადიო და ხმის ჩაწერის ფუნქცია. ინტერგირებული ბატარეა შეფასებულია 30 საათი აუდიო და 5 საათი ვიდეოს ხანგრძლიობით.
იაპონიის მაღაზიებში ZEN MX-ი 5 მაისიდან გამოჩნდა, 8GB მოდელის ფასია $102, 16GB-ის კი $144.

განაგრძე კითხვა >>

Selgas Cano ოფისი-იდეალური სამუშაო გარემო

ეს პატარა სამოთხე მადრიდთან ახლოსაა და არქიტექტურულ ფირმა Selgas Cano-ს ეკუთვნის, შენობაც შესაბამისად მათმიერაა შექმნილი. პროექტი მართლაც კრეატიული და ნოვატორულია და ალბათ ბევრია ნაფიქრი იმაზე რათა საუკეთესო გარემო პირობები შეექმნათ იქ მომუშავე ადამიანებისთვის.

შენობა წაგრძელებული ფორმისაა და მთლიანად შუშითაა დაფარული . არის ძალიან ვიწრო რათა მაქსიმალურად მოხდეს გარე და შიდა გარემოს-ინტერირისა და ექსტერიერის შერწყმა. ბუნების სილამაზემ და ამ უცნაურმა გარემოცვამ კი უფრო მეტად გაახალისოს იქ მომუშავე ადამიანების განწყობაილება და შესაბამისად მუშაობის ხარისხი.

ერთი შეხედვით ნაგებობა ძალიან პრიმიტიული ფორმისაა, სინამდვილეში კი რასაც გარედან ხედავთ მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილია იმ უზარმაზარი შენობისა, რომელიც მიწის ქვეშაა აგებული. ასეთ სამყაროში მუშაობას ნამდვილად ვერავინ იტყოდა უარს , თუნდაც უკიდურესად ზარმაცი ადამიანი..

განაგრძე კითხვა >>

“Apple Netbook” – ფანქრით შესრულებული ნახატები

შესანიშნავი ნამუშევარი რომელიც ახალგაზრდა სტუდენტს Kyle Buckner-ს კუთვნის. ეს პროექტი Apple netbook- ის მისეულ ინტერპრეტაციას შეეხება, რომლიც მთლანად ხისგან არის დამზადებული და ფანქრით არის მოხატული.

Kyle Buckner-მ ნეთბუქი მთლანად ხისგან გააკეთა, და ზედაპირი ფანქრით დახატა – კლავიატურა, აიქონები, თრექფადი, Dock-ი, მოკლედ ყველაფერი რასაც გარედან ხედავთ. შედგიც სახეზეა და ავტორს  მშვენიერი გამოუვიდა თავისი ჩანაფიქრი. თითოეული დეტალი მართლაც გულმოდგინებითაა შესრულებული და რეალურის ან 3D ნამუშევრისგან ძნელად თუ გაარჩევ…

განაგრძე კითხვა >>

Vivace – Music Computer

იდეის ავტორები არიან კორეელი დიზაინერები Young-Shin Lee და Hae-Jin Jung. Vivace-ს იდეა მდგომარეობს კომპიუტერში რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტის ფუნქციებს ითავსებს. ავტორებმა მას One Person Band უწოდეს , რადგან ის ერთდროულად უამრავ ფუნქციას ასრულებს: მუსიკი შექმნა, ჩაწერა, შესწორება, სხვადასხვა ეფექტების დადება, მძლავრი ეკვალაიზერი, ინტერნეტ კავშირი და თაჩ-ინტერფეისი. ყველაფერი ძალიან საინტერსოდ ჟღერს მაგრამ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. ამ ჯერზე ავტორები მხოლოდ და მხოლოდ ესკიზებს გვთავაზობენ, ისინი იმედოვნებენ რომ მომავალში Vivace პროფესიონალი და მოყვარული მუსიკოსების, განუყოფელი და საყვარელი ინსტრუმენტი გახდება.
ამ ჯერზე კი მხოლოდ და მხოლოდ სურათებს გთავაზობთ:
განაგრძე კითხვა >>

MID-Mobile internet device კონცეპტი

MID (Mobile internet device ) სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება და  ახალი  იდეები მოკლე დროში უხვად  ჩნდება. ზოგადად Mobile internet device-ის  ფუნქცია და მთავარი დანიშნულება პორტატულობა  და გამარტივებული ბრაუზინგია. ანუ ინტერნეტთან წვდომა რაც შეიძლება მოსახერხებელ პირობებში,  საჭირო დროსა და ნებისმიერ ადგილას. ამჯერად კი გთავაზობთ მობილურ ინტერნეტ დევაისის ერთ-ერთ საინტერსო იდეას. დამპროექტებელი და ავტორია-Jan Rytir,რომელიც მცირე ზომას , განიერ და ფართო OLED თაჩსქრინს უთავსებს.

დივაისის ზომა იქნება  180 x 80 x 20 მმ.  აღჭურვილი  ინტელის ატომ პროცესორით, აგრეთვე ქვედა კიდეზე განთავსებული შვიდი სხვადასხვაფერის შორთკატით, კიდევ შესანიშნავი 47 ღილაკიანი QWERTY კლავიატურა, სადაც ჩამონტაჯებული იქნება სტერეო სფიქერი,  აგრეთვე ექნება ისეთი აუცილებელი ატრიბუტები როგორიცაა USB პორტი და SD კარტის რიდერი, wireless კავშირი და აუდიო I/O სლოტი. ყველა კონცეპტი და ახალი იდეა თამამი და ზედმეტად მკვეხარაა :) , მაგრამ ვფიქრობ რომ  ეს  შემთხვევა  რეალობასთან უფრო ახლოსაა..

განაგრძე კითხვა >>

ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტო შოუ – II ნაწილი

ნიუ იორკის ავტო შოუ დასასრულს მიუახლოვდა,   ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ  ავტო გამოფნაზე ბევრი საინტერესო და ახალი იდეა იყო ნაჩვენები, რომლიც  მოწონებული იქნა თითქმის მთელი საზოგადოების მიერ.  გამოფნაზე   კონცეპტ ავტომობილების საკმაო როდენობა შეიმჩეოდა, რამაც   დიდი ინტერესი გამოიწვია. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ავტომობილების  II- ნაწილს :
მიმოხილვა:

განაგრძე კითხვა >>>